თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2017, 13:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2678,
კომენტარები: 14
"რეალი" ბეილის შენარჩუნებას ნანობს
მადრიდელები ნანობენ, რომ "იუნაიტედის" შეთავაზება არ მიიღეს.
მადრიდის "რეალი" ნანობს, რომ გარეთ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გაყიდა.

უელსელ ფეხბურთელს მთელი ზაფხულის განმავლობაში უკავშირებდნენ "წითელ ეშმაკებს", ჟოზე მოურინიო კი 28 წლის მოთამაშისადმი ინტერესს არ მალავდა, თუმცა "იუნაიტედის" თავკაცმა ამ ტრანსფერის განხორციელებას შეუსრულებელი მისია უწოდა.

შედეგად ბეილი მადრიდში დარჩა და მიუხედავად ტრავმიანობისა, მაინც ახერხებს გუნდის წამყვან ფიგურად ყოფნას.

ზინედინ ზიდანის გუნდში "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში, მაგრამ ესპანური გამოცემა "დიარიო გოლი" იტყობინება, რომ "რეალს" ერჩივნა, ბეილი ზაფხულში გაეყიდა.

ამავე წყაროს ცნობით, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზაფხულში ბეილის თავიდან მოშორებას აპირებს. პერესის სინანულს ისიც წარმოადგენს, რომ უელსელი ზაფხულშივე არ გაყიდა და მის ნაცვლად კილიან მბაპე არ შეიძინა.

ბეილს ამჟამადაც ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
20 ოქტომბერი 2017 17:51
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ბეილი მაშინ შეცდა როდესაც თვალები გაუბრწყინდა რეალის შემოთავაზება მიიღო და ტოტენჰემი დატოვა, ამით საბედისწერო შეცდომა დაუშვა.გაფუჭდა ტიპი
0
№12
ავტორი: giorgi_mg
20 ოქტომბერი 2017 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი ზამთარში გრიზუ მოიყვანონ და მერე ვინც უნდა ის უყიდია(ბეილი,ოზილი), სწრაფი შემტევი (ცენტრი) გვჭირდება სასწრაფოდ.
0
№13
ავტორი: dzia_David
20 ოქტომბერი 2017 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
გრიზმანი ი ვსოო... მე ამის ადგილს ვეღარ ვხედავ გუნდში
0
№14
ავტორი: shotkin
20 ოქტომბერი 2017 21:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვაფშე არმინდა ბეილი, მოიყვანონ გრიზმანი და ამით დამთავრდება შეტევის გაზლიერება , ინბვალიდი არავინ არმინდა გუნდში ვინც სულ ლაზარეთში უნდა ეგდოს გინდ რონალდო იყოს გინდ მესი თუ სეზონში 10 თამასიც ვერითამაშა რა ერთადგილას სარჭობად გვინდა!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top