თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2017, 13:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2461,
კომენტარები: 11
მოურინიოს ვერდიქტი
"ბენფიკასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟოზემ პრესკონფერენცია გამართა.
მოურინიოს ვერდიქტი
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა, "ბენფიკამ" შინ "იუნაიტედი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. მატჩის შემდგომ წითელი ეშმაკების თავკაცმა კომენტარი გააკეთა კლუბის ოფიციალურ არხ MUTV- სთან.

მატჩის მსვლელობა

"არ ვთვლი, რომ ეს თამაში ჩემთვის უფერული იყო, ჩვენ მშვიდად წყნარად ვაკონტროლებდით შეხვედრის მიმდინარეობას, თავიდანვე ვგრძნობდით, რომ ამ შეხვედრას არ დავთმობდით, საჭირო იყო ძალების მობილიზება, ერთი ქულის აღების შემთხვევაშიც გასვლით შეხვედრაში, ვთვლი რომ ცუდი შედეგი არ იქნებოდა, მოწინააღმდეგემ თამაში აქტიურად დაიწყო, ცდილობდნენ მეტი შეეტიათ ჩვენთვის და თამაშის სადავეები ხელში ჩაეგდოთ, ხოლო ჩვენ მათ ვუპასუხეთ შემდეგნაირად, გავზარდეთ ზეწოლა რამაც საბოლოო ჯამში ეფექტი გამოიღო, მათ დაკარგეს ინტენსივობა, დაკარგეს უნარი ეკონტროლებინათ ბურთი, რამაც გამოიწვია ის, რომ უკანასკნელი 20 წუთის განმავლობაში სრულიად ვდომინირებდით, ეს არ იყო შესანიშნავი მატჩი ჩვენი შესრულებით, თუმცა ეს იყო კარგად შესრულებული სამუშაო, ჩვენ გვაქვს 9 ქულა ჯგუფს ერთპიროვნულად ვლიდერობთ და ძალიან ახლოს ვართ ჯგუფური ეტპის გადალახვასთან".

ჯგუფში არსებული მგომარეობა

"არსებული ტემპის შენარჩუნებაა საჭირო, ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა, გვმართებს ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეთ, "ბაზელს" უკვე 6 ქულა აქვს, ჩვენ - 9 ქულა. დარჩენილი გვაქვს ერთი გასვლითი მატჩი "ბაზელთან", სადაც სავარაუდოდ გადაწყდება პირველ მეორე ადგილოსნის ბედი. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, წინ დარჩენილი შეხვედრებია, სადაც წარმატებულად გვმართებს ასპარეზობა".

მოწინააღმდეგე მეკარის შეცდომის შესახებ

"პორტუგალიელ ჟურნალისტებთან განვაცხადე და კვლავ განვმეორდები, რომ ასეთ შეცდომებს კარგი მეკარეებიც ხშირად უშვებენ, ცუდი მეკარეს არ შეუძლია ამა თუ იმ გადაცემების წაკითხვა, ცუდი მეკარე დგას თავის საჯარიმო ზონაში და ცდილობს მეტი სამუშაო არ შეასრულოს, ხოლო რაც შეეხება სვილარს, ის კარგად მოქმედებდა, აქტიურობდა ბევრს მოძრაობდა, განსაკუთრებით შესამჩნევი ეს პირველ ტაიმში იყო, შეხვედრის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩვენ წინააღმდეგ კარგი მეკარე გამოვიდოდა".

მაკტომინის დებიუტი

"სკოტისთვის ეს პირველი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, ეს არა მხოლოდ მისთვისაა შესანიშნავი მომენტი, არამედ გუნდის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის".

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
19 ოქტომბერი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ეს უკვე დიდი გუნდის კონტურებია ხალხო,გუშინ ვუყურებდი თამაშს მშვიდად წყნარად აუღელვებლად მოვიგეთ,მატიჩი რა კლასნია ძმაო love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top