ჰოლანდიელ არბიტრმა, ბას ნიჰუისმა გაიხსენა ამხანაგური შეხვედრა რომელიც გასულ წელს გაიმართა, შვედეთსა და ჩეხეთს შორის და ანგარიშით 1-1 დასრულდა. მან განაცხადა, რომ "იუნაიტედის" და ამჟამად უკვე შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ადვილად კარგავს საკუთარ თავს.
"აღნიშნული შეხვედრის 87-ე წუთზე ზლატანს უბიძგეს, რის შემდეგაც ჯარიმა დავნიშნე, ხოლო ამ დროს დაზარალებულმა შვედმა ჩემთან მოირბინა და შემდეგი რამ მითხრა: რას ფიქრობ? მე დიდი ზლატანი ვარ - მას უნდოდა, რომ წითელი ბარათი მეჩვენებინა, მოწინააღმდეგისათვის, მე მას ვუპასუხე, რომ შეეწყვიტა მითითებების მოცემა, რომ ეს უბრალო ჯარიმა იყო და მეტი არაფერი, ვფიქრობდი, გაიგებდა, მაგრამ მივხვდი, ის ძალიან გაბრაზებული იყო, ვუთხარი, რომ თამაშს დაბრუნებოდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ ის თვითონ გადაწყვიტავდა თუ ვინ იყო დამნაშავე, მას შურისძება სურდა".