თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2013, 19:26
ავტორი: love united,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 11
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
სერ ალექს ფერგიუსონმა ”ფულჰემთან” მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაურბა...
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
შემადგენლობა


სერ ალექსმა განაცხადა, რომ გუნდის ყველა წევრი სრულ მზადყოფნაშია მომდევნო მატჩისთვის, გარდა ეშლი იანგისა.ფერგიუსონის თქმით, ინგლისელმა ვინგერმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა ლივერპულთან მიღებული ტრავმა.”ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა, ეშლი იანგის გარდა.ჯონი ევანსმა ისევ ივარჯიშა გუნდთან ერთად, ასე რომ ჩვენ კიდევ ერთი მცველი დაგვემატა.ეს ძალიან კარგი სიახლეა.მე მოვახდენ რამდენიმე ცვლილებას შემადგენლობაში.რიო ფრდინანდი ითამაშებს პირველივე წუთიდან.ამის თქმა შემიძლია.”-ციტირებს სერ ალექსის სიტყვებს manutd.com

მოწინააღმდეგე


””ფულჰემმა” კარგი თამაში აჩვენა ბოლო ტურში.ისინი ნელ-ნელა უმატებენ.ვიმედოვნებ, 3 ქულას ავიღებთ.ახლა სეზონის ის ნაწილია, როდესაც ქულების აღება ძალიან მნიშვნელოვანია.წინა მატჩში ჩვენ სანახაობრივად ვერ ვითამაშეთ.დაცვა კარგად გავამაგრეთ.მცველებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ნამდვილად გაგვიმართლა რამდენიმე მომენტში.პირველ ტაიმში ბევრი შესაძლბლობა გვქონდა გოლის გატანისა, მაგრამ სხვაობა მხოლოდ ერთი გოლი გახლდათ.”

ფილ ჯონსი


სერ ალექსმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა ფილ ჯონსის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოძახების გამო.შოტლანდიელი სპეციალისტი გაკვირვებულია, რადგან ფილს არ მიეცა საშუალება მთავარ გუნდთან ერთად თამაშის.”გაკვირვებული ვარ იმით, რომ ის ითამაშებს 21 წლამდელთა ნაკრებში და არა ძირითადში.ეს პირველი შემთვევა არ არის.ფილი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა.ის იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას.ჯონსი მხოლოდ 20 წლისაა.სტიუარტ პირსისთვის ის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება.”

გაზონის მდგომარეობა ”ოლდ ტრაფორდზე”


სერ ალექსმა არ დამალა უკმაყოფილება ”ოლდ ტრაფორდის” ბალახის კონდიციაზე.გაზონზე ზეგავლენა ჯერ წვიმებმა, ხოლო შემდეგ ძლიერმა ყივნებმა მოახდინეს.ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ გაზონს გამოცვლიან ”ევერტონთან” ან ”რეალთან” მატჩისთვის.”ბალახის მდგომარეობა არასახარბიელოა.”ევერტონთან” მატჩამდე ათი დღე თავისუფალია და იმედია ამ დროში გამოიცვლება საფარი.ჩვეულებრივად, გაზონს ზაფხულში ვცვლით და მიკვირს ამდროინდელი სიტუიაცია ”ოლდ ტრაფორდზე”.”საუთჰემპტონთან” მატჩში პირველ ტაიმში ბალახი სველი იყო, ამიტომ მასზე თამაში შედარებით ადვილი იყო, ხოლო მეორე ტაიმში მასზე თამაში საშინელება გახლდათ.მომსახურე პერსონალიც ღელავს ამაზე.”ევერტონთან” მატჩამდე ბალახი აუცილებლად უნდა გამოიცვალოს.ახლა სიტუაცია უარესია, ვიდრე ”ნიუკასლთან” მატჩამდე.იმ დროისთვის ყველა სტადიონი ანალოგიურ მდგომარეობაში იყო.იმედი გვაქვს, ამინდი უკეთესი იქნება.შესაბამისად, გაზონის მდგომარეობაც გამოსწორდება.”

წყარო:http://redevils.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Vodafone
2 თებერვალი 2013 00:04
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სერ ალექსმა განაცხადა, რომ გუნდის ყველა წევრი სრულ მზადყოფნაშია მომდევნო მატჩისთვის, გარდა ეშლი იანგისა.


რა გვეღირსა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top