პრემიერ ლიგის მომდევნო ტური იწყება, საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია ყველა გულშემატკივარი. მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ენფილდზე", "ლივერპულსა" და "იუნაიტედს" შორის გაიმართება.
ამის შესახებ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობს, სადაც "წითელი ეშმაკების" ბელგიელ შემტევზე ამახვილებს ყურადღებას.
"ცალსახაა, რომ ლუკაკუმ სადებიუტო სეზონი წარმატებით დაიწყო, მაგრამ მისი თამაში უფრო ტოპ კლუბებთან ჩატარებული შეხვედრებით განისაზღვრება. გასაგებია, რომ "ევერტონის" შემადგენლობით ნათამაშები შეხვედრებიდან, "ენფილდზე" მას წარმატებულ შეხვედრებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ლუკაკუსთვის ეს თამაში იქნება გამოწვევა, იქნება იმის შანსი, რომ დაამტკიცოს მისი სიძლიერე, აჩვენოს გულშემატკივარს მისი ძალა და ეს ამ პრინციპულ შეხვედრაში გამოავლინოს. ეს ძალიან სასარგებლო იქნება როგორც გუნდისთვის, ასევე პირადად მისთვის.
ასეთ შეხვედრებში მას ნაკლები შანსები ექნება გოლის გასატანად, ასე რომ ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოს, ნებისმიერი გადაცემისგან საფრთხე უნდა შექმნას და მის რეალიზებას მაქსიმალურად ეცადოს. მინდა, დავამატო და ვთქვა, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ლუკაკუ მნიშვნელოვან შეხვედრებში შეძლებს თავისი სიტყვის თქმას, სწორედ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბელგიელი იუნაიტედის თავდამსხმელია"- ციტირებს Daily Mirror ლეგენდარული ფეხბურთელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულსა" და "იუნაიტედს" შორის შეხვედრა შაბათს გაიმართება.