თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2017, 22:27
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 11
ეკჰარდ კრაუტცუნი: "კლოპი "იუნაიტედის" გაწვრთნაზე ოცნებობდა"
ეკჰარდ კრაუტცუნი აცხადებს, რომ იურგენს კლოპს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურდა.
ეკჰარდ კრაუტცუნი:
იურგენ კლოპის ყოფილი თანაშემწე ეკჰარდ კრაუტცუნი აცხადებს, რომ გერმანელი "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნაზე ოცნებობდა.

"კლოპი შესანიშნავი მენეჯერია. მას ყოველთვის სურდა პრემიერ ლიგაში ასპარეზობა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა მისი ოცნება იყო. ის "იუნაიტედს" და ალექს ფერგიუსონს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა"

"როდესაც "ლივერპულმა" მიიწვია დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ შემოთავაზებას აუცილებლად დასთანხმდებოდა. "იუნაიტედს" მაშინ უკვე წვრთნიდა ვან გაალი, კლოპს კი ინგლისში მუშაობის საშუალება მიეცა. დღეს ის "ლივერპულის" მწვრთნელია. ვფიქრობ, რომ ის და გუნდი ერთმანეთს კარგად ერგებიან. "ენფილდზე" ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა, აქ განსაკუთრებული გულშემატკივარია. კლოპს უყვარს ასეთი გარემო, ის ემოციურია და დარწმუნებული ვარ გულშემატკივრებსაც უყვართ ასეთი "გიჟი" კლოპი. მე მას ძალიან ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ "ლივერპულში".


წყარო:ESPN
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: REVIVO
13 ოქტომბერი 2017 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
კლოპმა ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთით გაითქვა სახელი,მაგრამ გამოცდილებას მოაქვს სიბრძნე რომლითაც კლოპი ვერდაიკვეხნის, აი მოურინიო კი ამ ყველაფრის ბუკეტია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top