თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2017, 20:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2195,
კომენტარები: 12
სარეკორდო თანხა კეინის სანაცვლოდ
მოურინიო ინგლისელი ფორვარდის გადაბირებას ეცდება.
სარეკორდო თანხა კეინის სანაცვლოდ
როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდის მოხსნას აპირებს. "წითელი ეშმაკები" "ტოტენჰემს" ჰარი კეინის სანაცვლოდ 170 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ლონდონელებმა მანჩესტერული კლუბის შეთავაზება ერთხელ უკვე უარით გაისტუმრეს, "იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ინგლისელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და ხავიერ ერნანდესს სთავაზობდა.

კეინმა გასულ სეზონში ახალი კონტრაქტი გააფორმა და "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენის სურვილი გამოთქვა. მაგრამ ეს მოურინიოს ვერ შეაჩერებს და მაინც გააკეთებს მულტიმილიონიან შეთავაზებას, რის შემდეგაც კეინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

თუმცა, ცალკე საკითხია "დეზების" ხელმძრვანელის, დენიელ ლევის ბიზნეს-დამოკიდებულება "იუნაიტედთან".

"ტოტენჰემი" უკვე ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად იქცა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ არ ისრურვებენ ისეთი მთავარი მოქმედი ფიგურის, როგორიც კეინია.

ჰარი კეინის დებიუტი პრემიერ ლიგაში 2009 წელს შედგა. მას შემდეგ 24 წლის ინგლისელმა 120 თამაშში 84 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ კეინი ზედიზედ ორჯერ ტურნირის ბომბარდირი გახდა.
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
13 ოქტომბერი 2017 00:18
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს კია არარეალური, თუმცა კარგია რომ იწერება და იმედია მესიზეც დაწერენ ჭორის დონეზე მაინც, ეს ნიშავს იმას რომ ბაზარზე იმ დონეზე ვართ როგორც პსჟ, სიტი, რეალი და ბარსელონა.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2017 01:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ შეესაბამება სიმართლეს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top