ისტორიული დაპირისპირება: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული", დერბი, რომელიც უძველესია ინგლისში. ფეხბურთელები იცვლებიან კალეიდოსკოპის სიჩქარით, მწვრთნელებიც, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ცვლიან ერთმანეთს, ასევე იცვლება ტურნირები, რომლებშიც გუნდები მონაწილეობენ. ეს დერბი კი არ იცვლება, არამედ უფრო იზრდება, მას ვერ შეცვლის შემოსული თუ გასული მილიონები, რადგან ამ ორ ქალაქს შორის მტრობა სამუდამოა.
ეს არ არის მხოლოდ დერბი, ეს არის ინგლისური ფეხბურთის უდიდესი დაპირისპირება. მათ შორის 29.5 მილია, რომელიც ისტ ლანკს როუდით ერთდება. "ოლდ ტრაფორდზე" პირველი თამაში 1910 წელს შედგა სწორედ ლივერპულელთა წინააღმდეგ, სადაც "მერსესაიდელებმა" 4-3 იმარჯვეს.
ამ ხნის განმავლობაში იყო უამრავი კამათი -ბოლოს იყო ჯონჯო შელვისა და ალექს ფერგიუსონს შორის, ასევე პატრის ევრასა და ლუის სუარეზის დაპირისპირება, დევიდ ბექჰემისა და ჯემი რედნაპის, დაპირისება მწვრთნელებს შორის, რომელიც წლებია გრძელდება. და, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი მატჩები, რომელებიც საფეხბურთო კლასიკებად იქცა.