თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2494,
კომენტარები: 16
"არსენალი" სანჩესის შეცვლას მარსიალით აპირებს
ვენგერი თავისი თანამემამულის შეძენას ეცდება.
არსენ ვენგერი მომდევნო ზაფხულს ენტონი მარსიალის შეძენას ეცდება, რათა ალექსის სანჩესის შემცვლელი იპოვოს.

ჩილელი ფეხბურთელი "არსენალში" ბოლო სეზონს ატარებს თავისი კონტრაქტის მიხედვით და სეზონის ბოლოს "ემირეითსს" დატოვებს, თუ ზამთარში არა, ამიტომაც ვენგერი უკვე ემზადება ისეთი ფეხბურთელის შესაძენად, ვინც სიღმესა და ფლანგზე მოქმედებას შეძლებს, მარსიალი კი ამ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

21 წლის ფრანგი კი თავის მხრივ ჟოზე მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებს და მხოლოდ შეცვლაზე შესვლებს სჯერდება, რის გამოც ვენგერს სჯერა, რომ თავის თანამემამულეს სათამაშო პრაქტიკის ქონით მოხიბლავს და თავის რიგებში გადაიბირებს.

მარსიალს, რომელიც "იუნაიტედში" "მონაკოდან" გადავიდა 2015 წელს 58 მილიონ ფუნტად განხორციელებული ტრანსფერის სანაცვლოდ, ადვილი ურთიერთობა არ ჰქონია მოურინიოსთან, თუმცა მიმდინარე სეზონში ურთიერთობა დაალაგეს და მარსიალმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

პრემიერ ლიგის ეგიდით ენტონიმ მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და შესანიშნავად აცნობიერებს, რომ სანამ მოურინიოს გუნდი მის გარეშეც იმარჯვებს, ვითარების შეცვლა გაუჭირდება.

წყარო: mirror
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
8 ოქტომბერი 2017 18:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Lalana
ბიჭებო რა მაინტერესებს,ადრე რომ ვხვდებოდით მნიშვნელოვან თამაშებზე და პაბში ერთად ვუყურებდით ეგ აღარ იქნება სამომავლოდ?

მარსიალით ბარსელონაც ინტერესდება და იმედი მაქვს არ დაგვტოვებს,დიდი მომავალი აქვს და იმ დროში რასაც მოურინიო აძლევს შესანიშნავად იყენებს.

შევიკრიბოთ სადმე უეჭველი ყაზბეგზე და საბურთალოზე უამრავი ბარია და შეიზლება მანდ მოყომარება , ესეტი ადგილია სტოქჰოლმი ქვია ყაზბეგზე იქაც შეიძლება !!
0
№12
ავტორი: nugo-nugo
8 ოქტომბერი 2017 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
გაცელდიიიიი ბიწოოოო გაცელდიიი wink
0
№13
ავტორი: PaLoMo
8 ოქტომბერი 2017 21:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
am bolodros dzan maxalisben es jurnalistebiohahahaj
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: stepno
8 ოქტომბერი 2017 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
nelaa zvioo :-DDD

nelaa zvioo :-DDD
0
№15
ავტორი: JuanMata
9 ოქტომბერი 2017 02:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბოლო დროს ხშირად წერენ მარსიალზე, ბარსელონა, არსენალი...
იმედია უბრალოდ მისი შედეგის და სათამაშო დროის გამო გამოიგონეს ეს ჭორები.
ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, მარსიალი და რეშფორდი აძლევს ამ გუნდს შეტევაში დინამიკას, ამათ გარეშე ძაან სვარკა იქნებოდა.
0
№16
ავტორი: kulokulo
9 ოქტომბერი 2017 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
მაგათ შიგხომარაქვთ mocking2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top