ესპანური მედია იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიომ კატალონიის "ბარსელონას" ხორდი ალბას შეძენის თაობაზე მიმართა.
"წითლებს" მიმდინარე სეზონში გამოკვეთილი მარცხენა მცველი არ ჰყავთ, რომელიც მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იდგება და ამ როლს დეილი ბლინდი, მატეო დარმიანი და ეშლი იანგი მონაცვლეობით ითავსებენ.
ლუკ შოუ ჯერ კიდევ ვერ არის საკმარისად კარგ ფორმაში იმისათვის, რომ მწვრთნელი მას ბრმად ენდოს, ამიტომ მოურინიო სხვა გამოსავალს ეძებს და 28 წლის ესპანელ მცველს თავისი გუნდის რიგებში უხმობს.
თუმცა, ესპანური მედია იმასაც იტყობინება, რომ "ბარსელონა" არავითარი შეთავაზების განხილვას არ აპირებს, სანამ ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების პირობები არ შეთანხმდება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ არც ალბა ისურვებს თავის მეგობარ მესისთან განშორებას და "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას.