თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2017, 18:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2340,
კომენტარები: 12
მოურინიო: "პოგბა არ გვაკლია"
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ მისი ფეხბურთელები პოგბას გარეშეც კარგად ართმევენ თავს დავალებას.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არც კი ფიქრობს პოლ პოგბასა და სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, სანამ ისინი თამაშს ვერ ახერხებენ.

პოგბა 12 სექტემბრის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაზელის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებული უმძიმესი ტრავმის მოშუშებას ვერ ახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლებს" ნახევარდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლიათ, მის გარეშეც კარგად ასპარეზობს გუნდი და წარმატებულად ატარებს მატჩებს.

მოურინიო კი მიიჩნევს, რომ წუხილი ტრავმირებულ ფეხბურთელებზე უნდობლობას ნიშნავს იმათ მიმართ, ვინც მათ ცვლის.

"არასდროს გვენატრება ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. ეს არის ჩვენი შეხედულება. ისინი თუ ტრავმირებულები არიან, მათზე ფიქრი არ ღირს.

ფეხბურთელის ტრავმა სხვა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს და ჩემი აზრით, კარგია, თუკი მათზე არ ვიფიქრებთ.

როცა ყოველდღე ახსენებ ტრავმირებულ ფეხბურთელს, თითქოს არ ენდობი იმას, ვინც თამაშობს, თუმცა სწორედ მათ უნდა ენდო",
- განაცხადა პოგბამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
3 ოქტომბერი 2017 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpthumb 100%
0
№12
ავტორი: dachi_mu
3 ოქტომბერი 2017 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sworia mou <3 icis ra am kacma..da gaasworet ra tqva pogbam ki ara tqva moum
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top