თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2017, 20:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2340,
კომენტარები: 11
მხითარიანის წარმატების საიდუმლო
სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მხითარიანზე საუბრობს.
მხითარიანის წარმატების საიდუმლო
სომხეთის ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები, "მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხი ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის დამსახურებაა, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ერვანდ სუკიასიანმა Sputnik Армения-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც მხითარიანი მოედანზეა, გუნდი ძლიერდება.

"ჰენრიხმა ბევრი რამ გააკეთა სომხური ფეხბურთისთვის, მას დიდი მომავალი აქვს. მასზე დიდ იმედებს ვამყარებ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმოაჩენს საკუთარ თავს, ის დღითიდღე ამტკიცებს, რომ ძლიერია. მისგან ყოველთვის ველოდებით გოლებსა და საგოლე გადაცემებს.

მე ვთამაშობდი ჰენრიხის მამასთან ჰამლეტ მხითარიანთან ერთად და მსურდა, რომ პატარა მხითარიანი გამხდარიყო სამაგალითო ახალგაზრდა სომეხი ფეხბურთელებისთვის, თუმცა შეუძლებელია ჰენრიხის და ჰამლეტის თამაშის შედარება, ისინი განსხვავდებიან. მამამისი ძალიან აქტიური და მობილური იყო, ხოლო ჰენრიხი პირიქით, მშვიდი დათავშეკავებული

შრომისმოყვარეობა დაეხმარა მას მიეღწია დიდი სიმაღლეებისთვის, მეტსაც გეტყვით, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ვარჯიშის შემდგომ ისვენებენ, ჰენრიხი ამას არ აკეთებს, ის ისევ ვარჯიშობს, მეტს მუშაობს საკუთარ თავზე.

დიდება სომხურ ფეხბურთს, რადგან ისეთი მშვენიერი ფეხბურთელი გვაჩუქა, როგორიც ჰენრიხ მხითარიანია, რა თქმა უნდა, ოჯახმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის აღზრდაში"
- განაცხადა სუკიასიანმა,
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: nugo-nugo
19 სექტემბერი 2017 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ამის მამას იცნობს ბაბუაჩემის ბიძაშვილი :Dდდ ოღონდ მართლა.ახლა გავიგე ეს კაროჩე და ერთი უნდა ვეჩალიჩო მანჩესტერში სახლი მიყიდოს wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top