"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ტრავმის გამო 4-6 კვირას იუქმებს.
BBC -ის ინფორმაციით ფრანგი სწორედ ამ დროის განმავლობაში ვერ დაეხმარება "იუნაიტედს". ბრიტანული გამომცემლობის თანახმად თავდაპირველად იმის საშიშროებაც არსებობდა, რომ პოლს 3-4 თვეც კი ეუქმა, მაგრამ ბოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ტრავმა არ იყო ასეთი სერიოზულობის.
"ევერტონი", "ბრაიტონი", "საუთჰემპტონი", "კრისტალ პალასი", "ცსკა", სწორედ ამ გუნდებთან დაპირისპირებაშ ვერ დაეხმარება "იუნაიტედს" პოგბა. საეჭვოა ასევე ისიც, რომ ფრანგი "ლივერპულთან" მატჩში შეძლებს დაბრუნებას.
პოგბას ასევე მოუწევს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბულგარეთის და ბელორუსიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ თამაშების გამოტოვებაც.