ინგლისური კლუბები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" და პრემიერ ლიგის დარჩენილმა 19 კლუბმა გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა შემცირდეს თუ არა სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივობა.
კლუბების გადაწყვეტილებით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა პრემიერ ლიგაში 9 აგვისტოს, 17:00 საათზე დაიხურება.
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატს, ინგლისურ კლუბებს ფეხბურთელის შეძენა მხოლოდ სეზონის დაწყებამდე შეეძლებათ, გაყიდვა კი 31 აგვისტომდე.