''მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველმა ანდერ ერერამ განაცხადა, რომ ''სტოკ სიტის'' სტადიონ''ბეთ365''-ზე (ყოფილი ''ბრიტანია'') თამაში ცუდ ამინდში ძალზედ რთულია.
''პრემიერ ლიგა არის ძალიან გრძელვადიანი ტურნირი, სადაც ყველას შეუძლია დაგამარცხოს. ჩვენ, ახლა უნდა დავუპირისპირდეთ ''სტოკს'' მათ მოედანზე, სადაც 4 სეზონია არ გაგვიმარჯვია. კარგი სტარტი გვაქვს, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. გუნდი მზად არის მატჩისთვის, ვიმედოვნებ, რომ კარგი ამინდი იქნება და შევძლებთ გამარჯვებას. მოედნის ატმოსფერო, რა თქმა უნდა ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებს, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ამიტომაც არც ერთი მეტოქის არ გვეშინია''- განაცხადა ერერამ.
''მანჩესტერ იუნაიტედი'' ''სტოკ სიტის'' წინააღმდეგ მატჩს 9 სექტემბერს გამართავს, რომელიც ჩვენი დროით 20:30 წუთზე დაიწყება.