მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელმა ვიტინიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მისეულ მოლოდინებზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი გუნდი A ჯგუფში: "ბაზელთან", "ბენფიკასა" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოხვდა.
"ჩვენი ჯგუფი რთულია. ისევე, როგორც სხვები, მაგრამ ჩვენ გარკვეული მისია გვაქვს, რაც ღირსეული თამაშის ჩვენებას გულისხმობს და ჩვენ ეს მისია უნდა შევასრულოთ. ყველა მეტოქე დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ, რათა საქმე გავურთულოთ. ყველასთან ბრძოლა და გამარჯვება შეიძლება. დიახ, მათ უფრო დიდი სახელი და ისტორია აქვთ, მაგრამ მათთანაც ისეთივე ადამიანები თამაშობენ, როგორებიც ჩვენთან. არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდად აღგვემატებიან, ყველასთან შეიძლება თანაბარი თამაში.
შეიძლება თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თანაბარი ტამაში? რა თქმა უნდა, თუ ყველა ფეხბურთელი 150 პროცენტით დაიხარჯება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ან უფრო მეტს აჩვენებს. კონცენტრაცია და ყურადღება უნდა მოვიკრიფოთ და ისე ვითამაშოთ, რომ გაშვებულ შესაძლებლობებზე შემდეგ არ ვინანოთ.
"იუნაიტედი" ძალიან განახლდა, მაგრამ ფეხბურთელების მოქმედების სქემა და მანერა იგივე დარჩა"