"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა აგვისტოს თვეში 100%-იანი შედეგი დააფიქსირა და 3-დან 3 შეხვედრის მოგება მოახერხა, რის შემდეგაც მისი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია.
პორტუგალიელთან ერთად წარდგენილნი პეპ გუარდიოლა, იურგენ კლოპი, ტონი პულისი და დევიდ ვაგნერი არიან.
თვის საუკეთესო მწვრთნელს პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, თუმცა მხოლოდ გულშემატკივართა ხმა არ გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. არჩევანს პრემიერ ლიგის ექსპერტები და გუნდის კაპიტნებიც გააკეთებენ.
ხმის მიცემა 4 სექტემბერს შეწყდება, გამარჯვებული კი 8 სექტემბერს გამოცხადდება.