ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ექიმებმა ფილ ჯონსს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ მოთამაშე ნაკრებისთვის მზად არის, იტყობინება ESPN -საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჯონსს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოთამაშე მალტის ნაკრებთან პარასკევს გასამართი მატჩისთვის მზადებას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სანაკრებო გამოძახება ჯონსისთვის მორიგი ტრამვით დასრულდა, რის გამოც რთულ პერიოდში კლუბის დახმარება ვერ შეძლო.