დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერ სიტის" უმასპინძლა, სადაც მეტოქე 2-0 დაამარცხა. შეხვედრაში თავისი მორიგი საგოლე პასი ჰენრიხ მხითარიანმაც მიითვალა.
სომეხმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის საწყის სამ ტურში 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რითაც ტურნირის რეკორდი გაიმეორა. 1994/15 წლის სეზონში რუელ ფოქსმა პრემიერ ლიგის პირველ სამ შეხვედრაში 5 საგოლე პასი მიითვალა, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.
მხითარიანი სამი ტურის შემდეგ 5 საგოლე გადაცემებით პირველ ადგილს იკავებს.