დღეს პრემიერ ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვიცე-ჩემპიონ "ლესტერს" უმასპინძლა. მოურინიოს გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ.
ორივე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ანგარიში მარკუს რეშფორდმა გახსნა, მეორე გოლი კი ფელაინის ანგარიშზეა.