თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2017, 17:12
ავტორი: iuristi,
ნანახია: 2155,
კომენტარები: 12
ESPN: პერეირას "ვალენსიაში" წასვლა არ სურს
პერეირას ესპანეთში დაბრუნება არ სურს.
ESPN: პერეირას
ESPN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდრეას პერეირას ესპანეთში დაბრუნება არ სურს, მიუხედავად მის მიმართ "ვალენსიას აქტიური ინტერესისა.

პერეირამ წინა სასეზონო ტურნეში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ პრემიერ ლიგის პირველი და მეორე ტურის მატჩებში სათადარიგო სკამზედაც ვერ მოხვდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოურინიოს არ სურს ბრაზილიელის გაშვება და აპირებს სანაკრებო შესვენების შემდეგ მოახლოებულ ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში შანსი მისცეს.

ასევე ცნობილია, რომ ჟოზემ დაამშვიდა ყველა ის მოთამაშე პერეირას ჩათვლით, რომლებიც პირველ და მეორე ტურში განაცხადში ვერ მოხვდენ და მათ უთხრა, რომ ამ სეზონში სათამაშო დრო ყველას "ჭარბად ექნება".

კლუბს ასევე საფიქრალი აქვს 21 წლის პერეირას კონტრაქტზეც, რომელსაც მოქმედი შეთანხმებით კიდევ ერთი და ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივების პირობა რჩება.

წყარო: http://www.manutd.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: man21utd
24 აგვისტო 2017 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
მე მომწონს ეს ბიჭი იმიტომ რომ ბურთს ძალიან კარგად ფლობს და რავიცი სულ ცოტა მატას და მხითარიანის დუბლიორად მაინც გამოდგება
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
24 აგვისტო 2017 19:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სისულელე იქნებოდა ამის გაშვება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top