"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. მოურინიოს გუნდი 26 აგვისტოს, "ოლდ ტრაფორდზე" "ლესტერს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ "წითელმა ეშმაკებმა" Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე ბოლო ვარჯიში გამართეს.
გუნდთან ერთად ლუკ შოუმ და ეშლი იანგმაც ივარჯიშეს, რომლებიც რეზერვების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და 58 წუთი დაჰყვეს მოედანზე.
მანჩესტერელებს ასევე მარკოს როხოც შეუერთდათ, რომელმაც ტრავმის გამო გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.