თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2017, 11:49
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 14
პერეირა "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოსაა
ახალგაზრდა ფეხბურთელი შესაძლოა, კვლავ ლა ლიგაში დაბრუნდეს.
პერეირა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანდრეას პერეირამ შესაძლოა, გუნდი დატოვოს და 1-წლიანი იჯარით "ვალენსიაში" გადაბარგდეს.

21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი სწორედ ლა ლიგაში, კერძოდ კი "გრანადაში" გაატარა. ბრაზილიელმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში 35 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ცოტა ხნის წინ პერეირამ MUTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი "იუნაიტედში" დარჩენა და ძირითადი ადგილისთვის ბრძოლაა.

"იუნაიტედში" ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ შანსი მექნება და ეს შანსი უნდა გამოვიყენო. მინდა აქ ვიყო და ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლო, ვაჩვენო ყველას თუ რა შემიძლია და დავეხმარო გუნდს ტიტულების მოგებაში."
ახალი ამბები, ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
21 აგვისტო 2017 16:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ვალენსია უკვე სხვა დონეა, გრანადაში ვუყურებდი ამის თამაშს და იმდენად სუსტი გუნდი იყო პერეირა კიარა მესი ვერაფერს იზამდა, ვალენსიაში თუ წავიდა მანდ გამოჩნდება რა შეუძლია.
0
№12
ავტორი: stepno
21 აგვისტო 2017 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაღაც არ მგონია გაქაჩოს
0
№13
ავტორი: XoMe
21 აგვისტო 2017 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
დავიჯერო ლინგარდის დონის არაა? : )
0
№14
ავტორი: WeAreUnited
22 აგვისტო 2017 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არ ექნება წელს არც ამას დიდი დრო და არც ლინგაარდს ასე რომ მოდი ნუ ვადარებთ ამათ ერთმანეთს დიდი დიდი ეს თასებზე დააყენოს ხოლმე და მე თუ მკითხავ ჯობია 1 წელი ვალენსიაში წავიდეს ჯერ 21ის არის დაღვინდება უფრო აიმაღლებს დონეს და შემდეგ წელს უკვე შეიძლება ეს რეალურად დააყენო 10იანზეც კი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top