თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2017, 01:40
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3485,
კომენტარები: 11
ჟოზე მოურინიო: "მე მჯერა მარსიალის"
ჟოზე მოურინიო ანტონი მარსიალის შესახებ.
ჟოზე მოურინიო:
პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ ანტონი მარსიალის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ფრანგ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს.

"მე მჯერა მარსიალის. ფეხბურთელი, რომელსაც მე ვეძებდი (სატრანსფერო ფანჯარაზე) არ იყო გამოკვეთილი ვინგერი. მე მჭირდებოდა ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც სამ მცველიან ტაქტიკაში გამომადგებოდა. როგორც შემტევი ნახევარმცველი მარსიალი შესანიშნავი ფეხბურთელია."

"ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელსაც წელს უკეთესი სეზონი ექნება. რამდენიმე ფეხბურთელში დარწმუნებული ვარ, რომ მათ წელს კარგი სეზონი ექნებათ, ერთ-ერთი მარსიალია, ამაში დარწმუნებული ვარ."

"ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. მიკი და მატა 30-ს უახლოვდებიან, ლუკაკუ 24 წლისაა, რაშფორდი და ლინგარდი ასევე ძალზედ ახალგაზრდები არიან. ისინი ასევე ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობენ და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ."

"ჩემპიონთა ლიგა ზოგი მათგანისთვის პირველი იქნება. პირველი იქნება მარკუს რაშფორდისთვის, ლინგარდს მცირედი გამოცდილება აქვს, ასევე მცირედი გამოცდილება აქვს ანტონის "მონაკოსთან" ერთად, ლუკაკუც პირველად ითამაშებს. ეს მათთვის ძალზედ დიდი გამოცდილება იქნება. მე ყველა მათგანის მჯერა, მჯერა იმის, რომ ისინი წარმატებული ფეხბურთელები იქნებიან."


წყარო:Manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
20 აგვისტო 2017 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხოდა ათამაშე :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top