თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2017, 12:26
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2555,
კომენტარები: 11
ჯესი ლინგარდი: "გუნდში ბევრი რამ შეიცვალა"
ჯესი ლინგარდის ინტერვიუ.
ჯესი ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი Sky Sports გაესაუბრა.

"ამ მომენტში ყველაზე უფრო მეტად თავდაჯერებულობას გამოვყოფდი. გუნდი ძალზედ თავდაჯერებულია და ეს ერთად ყოფნაში გვეხმარება. ის ფეხბურთელებიც კი, რომლებსაც კვირას გამართულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ გრძნობენ, რომ ამ გუნდის ნაწილი არიან."

"რა შეიცვალა გასახდელში ? ჩვენ 3 ტიტული მოვიგეთ და როგორც ზემოთ აღვნიშნე გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების. ისეთი გუნდში, როგორიც "იუნაიტედია" ადაპტირება არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. ახალი ფეხბურთელები გუნდს მარტივად შეეჩვივნენ."

"შეგვიძლია თუ არა გავხდეთ ჩემპიონები მიმდინარე სეზონში ? მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ტიტულისთვის ბრძოლა. გუნდი ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ტიტულები მოვიგოთ. ჩვენ გვჯერავს, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია."

"მატიჩი ? გასულ სეზონში მის თამაშებს ნაკლებად ვადევნებდი თვალს, მაგრამ უკვე ყველას შეუძლია ნახოს, თუ რამხელა გავლენა აქვს მას ჩვენს თამაშზე. ნემანია მხოლოდ ნახევარმცველი არ არის, ბურთი ყოველთვის მასთანაა, ის ათავისუფლებს მის ირგვლივ მყოფ თანაგუნდელებს და მათ თავისუფლად თამაშის უფლებას აძლევს. მატიჩი გუნდში ბალანსია და ის ჩვენთვის ძალიან კარგი შენაძენია."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
17 აგვისტო 2017 14:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: gaga1987
ციტატა: shotkin
და

სირბილი ერთია და შედეგი მეორე.რამოაქვს მაგის სირბილს?სასარგებლოს რასაკეთებს???ეგრე სირბილი შეიძლება ბევრს შეუძლია და ვიყიდოთ მორბენალები.აგერ ბოლტი იძახის ამიყვანეთ გუნდშიო და ავიყვანოთ.ეგ რო დარბის ისე არამგონია ლინგარდი დარბოდეს :)))))))))))))))))))))))

ციტატა: Phil Jones

ჯიგარ მეკიარ ვამბობ მორბენალი გვყავდეს და მორბენალი ვიყიდოტო აი სოწრად წაიკითხე რასაც დავწერ , როვიყიდით ახალს იასნა რო სქილებიც უნდა ქონდეს და სწრაფიც იყოს მე გრიზმანი ან სანჩესი მინდა, მაგრა აი ახლა კონკრეტულად ამ მომენტში ამ ფორმაციაში პრესინგის ტამაშის დროს მარსაილზე მეტად პროდუქტიულია ლინგარდი, სხვა საქმეა რო დონით მარსაილი ჯობია მარა მეტოქე როგყავს ისეთი ვისთანაც თამაშისას პრიორიტეტი პრესინგია და ამას ანიჭებს მოურინიო უპირატესობას იმ კონკრეტულ მატჩში მაშინ ლინგარდს აყენებს და სწორიცაა, არ გყავს მარცხენა მცველი მოძრავი და შემტევი ნახევარმცელით აბალანსებს ამ პრობლემას , მარჯვნივ არის ვალენსია და შესაბამისად ეგ პრობლემა არ დგას, ამრა პრესინგისას ლინგარდი დგას და შესაბამისად მეტი სარგებელი მოაქ ვიდრე მარსაილს როცა პრესინგზეა აქცენტი გაიგე? იმ პრესინგის დროსაც მშვენივრად თამაშობს ლინგარდი და შესაბამისად შედეგიც მოაქ ესარის და ეს თორე ზოგადად იმენა მარტო შეტევის დროს სქილებიტ მარსაილი რო ჯობია მაგაზე არავინ დაობს მგონი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top