ჟოზე მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ.
დღევანდელი მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო MUTV-ის გაესაუბრა.
კმაყოფილი ხართ თამაშით ?"კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამასთან ყოველი წამი და ყოველი შეცდომა მახსოვს. დიაფრა სახო შემოვიდა თუ არა მას მაშინვე მიეცა გოლის გატანის საშუალება, ის მარტოდ იყო საჯარიმოში. მას ის გოლი რომ გაეტანა, შემდეგ 20 წუთი იმაზე მოგვიწევდა ფიქრი, რომ არ გაგვეშვა და 2 ქულა არ დაგვეკარგა. საბოლოო ჯამში მოხარული ვარ, მაგრამ არა იმით, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია თუ რამდენად კარგად და ხარისხიანად ითამაშა დღეს გუნდმა."
ახალი შენაძენები"პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი ტოპ კლასის ფეხბურთელები არიან. შემდეგ ის, რომ პრემიერ ლიგაში ისინი წლებია რაც თამაშობენ და მათთვის ახალი არაფერია, გარდა ახალი მაისურისა თუ კოლეგებისა. მათთვის ახალი არც მე ვარ, ჩემთან ხომ მათ ადრეც უმუშავიათ. ორივე მათგანმა სტაბილურობა აჩვენა, ეს ჯერჯერობით არ აქვს ლინდელოფს, რადგანაც ის ახალ ჩემპიონატში მოვიდა და მას დრო სჭირდება."
შეტევა"ჩემი მთავარი მიზანი მატჩების მოგებაა და რა თქმა უნდა, რაც მეტს გაიტან მით უფრო მეტ მატჩს მოიგებ. ჩვენ გასულ სეზონშიც შემტევი გუნდი ვიყავით, მაგრამ პრობლემა გოლების გატანაში იყო. ჩვენ გვაკლდა ხარისხი, გვაკლდა თავდაჯერებულობა, რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ წელს ეს პრობლემები აღარ გვექნება."
მაღალი მორალი"ძალიან კარგი ტურნე გვქონდა და მერწმუნეთ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რამეში დაგვეხმარება. ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაბრუნდებიან და გუნდი უფრო კარგ ფორმაში იქნება."
წყარო:
MANUTD.COM