თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2017, 16:01
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 11
Statpack: "იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი"
მატჩის წინა დეტალები.
Statpack:
"ვესტ ჰემთან" მატჩის წინ რამდენიმე მნიშვნელოვან სტატისტიკას გთავაზობთ.

* ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩაქუჩებთან" 2016 წელს დამარცხდა. ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც ისტორიულ "აფთონ პარკზე" გაიმართა. შეხვედრა "ვესტ ჰემმა" ანგარიშით 3:2 მოიგო.

* "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 17 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება აქვს.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" 10 წელია, რაც საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემთან" არ აგებს. ბოლოს მათ 2007 წელს წააგეს "ჩაქუჩებთან" ანგარიშით 0:1, იმ შეხვედრაში გოლი "ოლდ ტრაფორდზე" კარლოს ტევესმა გაიტანა.

* "იუნაიტედს" სეზონის პირველ მატჩებში კარგი სტატისტიკა აქვს. ბოლო 13 პრემიერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა "წითლებმა" 9 გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 1 კი "იუნაიტედმა" წააგო.

* კვირას გამართულ მატჩებში ჟოზე მოურინიო არ აგებს. 112 შეხვედრაში მან 86 მატჩი მოიგო, 26 კი ფრედ დაასრულა.

* ჟოზე მოურინიოს არასდროს წაუგია პრემიერ ლიგის პირველ ტურში, მის ანგარიშზე 7 მოგება და 1 ფრეა.

* რომელუ ლუკაკუს "ვესტ ჰემთან" ბოლო 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Best Fan
13 აგვისტო 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
მთავარია თავიდან ავიქაჩოთ ქულებით და მერე თანდათან ადვილი ხდება ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top