თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2017, 19:50
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2254,
კომენტარები: 12
ოფიციალურად: ფოსუ-მენსა "კრისტალ პალასში" განათხოვრდა
ფოსუ-მენსამ "იუნაიტედი" იჯარის წესით დატოვა.
ოფიციალურად: ფოსუ-მენსა
ტიმოტი ფოსუ-მენსამ "მანჩესტერ იუნაიტედი" იჯარის წესით დატოვა.

კლუბის ოფიციალური საიტის თანახმად ჰოლანდიელი ფეხბურთელი ახალ სეზონს "კრისტალ პალასში" გაატარებს. "სელჰერსტ პარკზე" მისი გადაყვანის მთავარი ინიციატორი ფრანკ დე ბური გახლდათ, სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს გამოჩნდა ფოსუ-მენსა "აიაქსის" აკადემიაში. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით ის მენსას ცენტრალურ მცველად მოიაზრებს.

გასულ ოქტომბერში ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის "იუნაიტედში" 2020 წლამდე დარჩება. მისი განათხოვრება მხოლოდ და მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ მოურინიოს მისთვის რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. ლონდონელებს არ აქვთ არანაირი გამოსყიდვის უფლება, იჯარის დროის გასვლის შემდეგ ფოსუ-მენსა კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება. 2016 წლის თებერვლის შემდეგ "იუნაიტედის" მაისურით ჰოლანდიელმა 21 შეხვედრა ჩაატარა.

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
11 აგვისტო 2017 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მენსას ბოლო ბოლო დზირიტადი რა პოზიციებზე თამაშობს ოპტიმალურად?

მენსას ბოლო ბოლო დზირიტადი რა პოზიციებზე თამაშობს ოპტიმალურად?
0
№12
ავტორი: reddevil12
11 აგვისტო 2017 15:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
იდეალურია პრემიერ ლიგაში რომ იასპარეზებს <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top