თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2017, 13:40
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3215,
კომენტარები: 13
ჩიჩარიტო: "სახლში ვრუნდები"
ხავიერ ერნანდესის ინტერვიუ.
ჩიჩარიტო:
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ ჩიჩარიტო Guardian -ს გაესაუბრა.

"ვესტ ჰემის" მაისურში "ოლდ ტრაფორდზე" დებიუტი მართლაც გამორჩეული მომენტია, ეს ბედნიერებაა. მე ვბრუნდები "ოლდ ტრაფორდზე", ჩემს ყოფილ სახლში. ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ჩემი ინგლისური ცხოვრების მეორე ნაწილს სწორედ აქ დავიწყებ. მე ძალედ გამიმართლა."

"ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა "იუნაიტედში" გატარებული 4 წლიდან. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, თავი ზღაპარში მეგონა. მე ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ყველას არ გამოსდის. ჩემი ოჯახიც მანჩესტერში ცხოვრობდა და მაშინ მართლა ყველაფერი ძალიან კარგად იყო."

"არ ვიცი თუ გოლი გავიტანე აღვნიშნავ თუ არა. ეს ხომ ჩემი ძველი ძველი კლუბი, ძველი გულშემატკივრებია, რომლებიც სულ გვერდში მედგნენ, მაგრამ მეორე მხრივ ეს იქნება პირველი გოლი "ვესტ ჰემის" მაისურში."


ჩიჩარიტომ ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მიიღო ფერგიუსონის წასვლა.

"მე არ ველოდი, რომ ის წავიდოდა, ამას არავინ ელოდა. ეს ძალზედ უცნაური იყო, ყველანი გაოცებულნი ვიყავით, მაგრამ ეს მისი ცხოვრება და მისი არჩევანი იყო და ამ გადაწყვეტილებას პატივი ვეცით."

"ძალიან განაწყენებული ვიყავი რა თქმა უნდა, რადგანაც ევროპაში გზა მე სწორედ ფერგიუსონმა გამიკვალა, მასწავლა თუ როგორ მეთამაშა უკეთ და მერწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. ყველანი ვხვდებოდით, რომ გუნდს გარდამავალი პერიოდი ექნებოდა, რადგანაც ფერგიუსონი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი იყო."

"არ ვიყავი გაკვირვებული იმ ჩავარდნით რაც გუნდს ჰქონდა. ეს ნორმალურია, რადგანაც ეს ფეხბურთია, მაგრამ არავინ ელოდა იმას, რომ გუნდს ევროპულ ტურნირებზე მოხვედრა ასე გაუჭირდებოდა. ამას მარტივი მიზეზი აქვს - სერ ალექს ფერგიუსონი, უნიკალური ფიგურა ფეხბურთის ისტორიაში. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს და მჯერავს, რომ მასთან ერთად "იუნაიტედი" ძველ პოზიციებს დაუბრუნდება."


წყარო:MANUTD.RU
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gocha 1985
10 აგვისტო 2017 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
15_20 wutis motamashea zalian kargi rom dabrunda
0
№12
ავტორი: temo-scholes
11 აგვისტო 2017 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
რა კარგად ისაუბრა...<3
0
№13
ავტორი: Gauchinho
11 აგვისტო 2017 10:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
ციტატა: GeorgeBest
ციტატა: Gauchinho
ალბათ ეკრანის გაფართოების ბრალია (17') მარა ბანერები ეფარება :( სტატიას ვერ ვკითხულობ პირველი სიტყვები არ ჩანს თითოეულ ხაზზე

კონტროლ+ფ5 დააჭირე და გასწორდება

ეგაა , მადლობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top