თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2017, 13:27
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5264,
კომენტარები: 15
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი: "ფილიპ II მაკედონელი" (სკოპიე, მაკედონია)

თარიღი: სამშაბათი, 8 აგვისტო, 2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 22:45 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: MUTV, Матч ТВ, МАТЧ! Футбол 1, 1 არხი, TRT 1, Tivibu Spor 1


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


შემადგენლობები


"რეალ მადრიდი": ნავასი, კასილია, ლუკა, კარვახალი, ვალეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ტეო, აშრაფი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ლიორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალიოსი, რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ლუკასი, მაიორალი.

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, რომერო, პერეირა, ვალენსია, სმოლინგი, ლინდელოფი, დარმიანი, ბლინდი, ფოსუ-მენსა, ტუანზებე, ლინგარდი, ჰერერა, მატა, ფელაინი, პოგბა, მატიჩი, ქერიქი, მხითარიანი, მარსიალი, ლუკაკუ, რაშფორდი.

წინასამატჩო ინფორმაცია


"რეალ მადრიდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ სეზონს ოფიციალურად მაკედონიაში გახსნიან.

"მადრიდელებმა" რეკორდული მე-12 ჩემპიონთა ლიგის ტიტული კარდიფის "ნაციონალურ" სტადიონზე "იუვენტუსთან" (4-1) დაპირისპირებაში მოიგეს. მათ ბოლო 4 წელში მესამედ მოახერხეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება. "რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება მოახერხა. "მილანთან" (1989 და 1990) ერთად "რეალი" ასევე არის კლუბი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის დაცვა მოახერხა.

კრიშტიანუ რონალდუ შესრულებული "დუბლის" წყალობით გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 3 ლიგის ფინალში მოახერხა გოლის გატანა. ხვალ პორტუგალიელი განაცხადშია და ითამაშებს.

24 მაისს სტოკჰოლმში ევროპა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "აიაქსს" ანგარიშით 2:0 სძლია. "იუნაიტედი" ამ გამარჯვებით გახდა მხოლოდ და მხოლოდ მე-5 კლუბი, რომელმაც შეძლო მოეგო სამივე ევროპული საკლუბო თასი. "აიაქსთან" გამარჯვებამდე "იუნაიტედს" 3-ჯერ (1968, 1999, 2008) ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ (1991) თასების მფლობელთა თასი.

სუპერ თასის შეხვედრა გაიმართება სკოპიეში. ეს იქნება პირველი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალი, რომელსაც მაკედონია უმასპინძლებს.

სუპერ თასის სტატისტიკა


"რეალ მადრიდი"


ეს იქნება მე-6 შეხვედრა, რომელსაც "რეალი" სუპერ თასზე ჩაატარებს. პირველი 2 შეხვედრა მათ წააგეს, თუმცა ბოლო 3 შეხვედრაში გამარჯვება მოახერხეს.

1998: "რეალი" - "ჩელსი" 0:1
2000: "რეალი" - "გალათასარაი" 1:2
2002: "რეალი" - "ფეიენოორდი" 3:1
2014: "რეალი" - "სევილია" 2:0
2016: "რეალი" - "სევილია" 3:2 (დამატებით დროში)

გამარჯვების შემთხვევაში "რეალი" "მილანის" (1989 და 1990) შემდეგ იქნება მეორე კლუბი, რომელიც სუპერ თასის მოგებას ზედიზედ მეორედ მოახერხებს. ამასთან ისინი მოიპოვებენ მე-5 სუპერ თასს, მათზე მეტი მხოლოდ "მილანს" და "ბარსელონას" ექნება (5).

"რეალს" შეუძლია ესპანეთს მე-13 სუპერ თასი მოუტანოს. ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. მეორე ადგილზე იტალიაა 9 სუპერ თასით, მესამეზე კი ინგლისი 7 სუპერ თასით.

"მანჩესტერ იუნაიტედი"


1991: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ცრვენა ზვეზდა" 1:0
1999: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლაციო" 0:1
2008: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზენიტი" 1:2

2005 წლის შემდეგ ვერც ერთმა ინგლისურმა კლუბმა ვერ მოახერხა სუპერ თასის მოგება. 2005 წელს "ლივერპულმა" მოსკოვის "ცსკას" დამარცხება მოახერხა.

წინა შეხვედრები


ეს იქნება მე-11 დაპირისპირება გუნდებს შორის. "რეალმა" 4 მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება, "იუნაიტედმა" კი 2 მატჩში, 4 მატჩიც ფრედ დასრულდა. მადრიდელებმა 20 გოლის გატანა მოახერხეს, ინგლისელებმა კი 16-ის.

"რეალი" "იუნაიტედს" ბოლო 5 ორმატჩიან დაპირისპირებაში 4-ჯერ ამარცხებს. ბოლო ოფიციალური შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე გაიმართა. მაშინ ესპანელებს ჟოზე მოურინიო, "იუნაიტედს" კი სერ ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა. დაპირისპირება სკანდალური გამოდგა, განმეორებით მატჩში თურქმა მსაჯმა ლუიშ ნანის წითელი ბარათი უჩვენა რამაც დიდი გავლენა მოახდინა მატჩის მიმდინარეობაზე.

"რეალი" - "იუნაიტედი" 1:1 (უელბექი, რონალდუ)
"იუნაიტედი" - "რეალი" 1:2 (რამოსი (o.g), მოდრიჩი, რონალდუ)

მატჩის არბიტრი


შეხვედრას იტალიელი ჯანლუკა როკი განსჯის. ეს იქნება მე-4 მატჩი, როდესაც ის "იუნაიტედთან" იმსაჯებს. ბოლოს მან "ოლიმპიაკოსი" - "იუნაიტედი" 2:0 შეხვედრაში იმსაჯა. ევროპა ლიგის ფინალში ის მე-4 ოფიციალური მსაჯი გახლდათ. "ფიფას" რეფერი ოფიციალურად როკი 2008 წლიდანაა. ის მონაწილეობას იღებს იტალიის ჩემპიონატის თუ სათასო მატჩებში, ევროპულ საფეხბურთო ტურნირებზე და ა.შ. ბოლოს მან რუსეთში გამართულ კონფედერაციის თასზე გამართულ მატჩებში იმსაჯა.
მატჩის წინ
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
7 აგვისტო 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ გავარღვევთ მადრიდელებს დიდი ფინალი გველის ჩვენ ვართ მანჩესტერ იუნაიტედი და ისინი არიან რეალ მადრიდელები ამიტო იოლი თამაში არ გველის ახალი ჩამოყალიბებული გუნდი ვართ ეხა ვიწყებთ მწვერვალების დაპყრობას რეალი ამას უკვე შვება ბოლო ორო წელი ამიტო ომიიიიიიიიიიიიი იქნებაა მარა მანჩესტერი მაინც მანჩესტერი და დახვდება ისე როგორც საჭიროააა მე მჯერა ჩემი გუნდის მე მჯერა მანკუნიანელების
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2017 17:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული თამაში იქნება მარა მოგების იმედი მაქ
0
№13
ავტორი: mufc1878
8 აგვისტო 2017 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
რეალის დედაში უნდა ვიხტუნაოთ ყველამ

დედის მუტლებში უნდა ჩავახტეთ
0
№14
ავტორი: KeithkiP
20 ოქტომბერი 2017 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Хочу с вами поделиться одной полезной хостинговой компанией под названием ProHoster, которая предллагает мощный веб хостинг с бесплатным конструктором сайтов, SSL сертификатом, доменным именем и еще много других полезных и бесплатных фишек. Так-же у данной компании можно заказать VDS, аренду выделенного сервера, продажа SSL сертификатов различных типов. Я уже несколько лет работаю с ProHoster и очень этому рад. Вот реф. ссыылка на регистрацию.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/hosting-php-mysql-luchshee-reshenie-ot-prohoster/
№15
ავტორი: Lillianketle
21 ნოემბერი 2017 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
<a href=https://prohoster.info/kompaniya/blog/odnostranichnyj-sajt-dlya-prodazhi-us
lug-v-prohoster>v Moskve zhara takaya, a u Vas eshche kak-to hvataet sil pisat'…</a>|
<a href=https://prohoster.info/kompaniya/blog/page/2>Interesno sdelano. Pochti za dushu beryot, zastavlyaet smeyat'sya nad ostal'noj blogosferoj. No nesovsem polno tema obozrena. Gde ob ehtom pochitat' podrobno? S uvazheniem, spamobot :)</a>|
<a href=https://prohoster.info/kompaniya/blog/deshevyj-vps-server-deshevle-i-kaches
tvennee-chem-v-prohoster-ne-najti>Dazhe i ne dokopaesh'sya.</a>|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/nadezhnyj-i-deshevyj-vps-servis-v-prohoster/

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top