თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2017, 11:53
ავტორი: ilia tebidze,
ნანახია: 2863,
კომენტარები: 13
Mundo Deportivo: "იუნაიტედის" 40 მილიონიანი შეთავაზება
"ბარსელონამ" ინგლისელები მტკიცე უარით გაისტუმრა.
Mundo Deportivo:
ესპანური პრესის ცნობით სერხიო რობერტო 3 ინგლისური გუნდის სამიზნეა. ესპანელით "არსენალი","ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერსესდებიან.

"იუნაიტედმა" პირველმა მიმართა "ბარსელონას" და რობერტოში 40 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ესპანელებმა "ეშმაკები" მტკიცე უარით გაისტუმრეს.

ჟოზე მოურინიოს რობერტოს ხილვა თავის გუნდში სურს და მის შესაძენად ყველაფერს აკეთებს,მოურინიომ სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა რომ მანჩესტერს კიდევ ერთი პოზიციის გაძლიერება სჭირდება და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ის მეოთხე შენაძენი სერხიო რობერტო იყოს. ეს ყველაფარი ძალიან რთული იქნება, რადგან "ბარსელონამ" ერთი შეთავაზება უარყო და რთული წასმოსადგენია, რომ რობერტო 40 მილიონად დათმონ.

წყარო: Mundo deportivo
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
7 აგვისტო 2017 20:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Lalana
ციტატა: GeorgeBest

ინგლისში რო დაფრინავდა მაგის ნახევარი მოგვცა და მართლა არავინ გვინდა

ინგლისში მართლაც საოცრება იყო და იმის შემდეგ საკმაოდ მოუკლო,საერთოდ აღარ არის ის ბეილი.არ ვიცი პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ რას იზამს მაგრამ ამას როგორც კოენტრაოს ქრონიკულად სულ ტრავმები ჭირს და ამიტომაც ძალიან მაგრად მოუკლო.

გეთანხმები. მიუხედავად იმისა რომ მაგრად მევასება დღემდე დიდად არ მინდა მაგის გადმოსვლა, ჩვენი ამბავი რომ ვიცი აქ უარესი დაემართება და მთელ სეზონს ტრავმებით გაატარებს.

ისე ვინგერი კი გვინდა
0
№12
ავტორი: Lalana
7 აგვისტო 2017 22:39
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: GeorgeBest
გეთანხმები. მიუხედავად იმისა რომ მაგრად მევასება დღემდე დიდად არ მინდა მაგის გადმოსვლა, ჩვენი ამბავი რომ ვიცი აქ უარესი დაემართება და მთელ სეზონს ტრავმებით გაატარებს.

ისე ვინგერი კი გვინდა

სრულიად გეთანხმები,ვინგერი საჭიროა გუნდში.ნომინალური გამოკვეთილი ვინგერი არ გვყავს და ეს ცუდია.ბეილი მეც მაგრად მომწონს,მაგრამ ეგეთები კი გვყავს ლაზარეთში ოხრად,გუნდს რომ თითქმის ვერ ეხმარებიან.აი პერისიჩზე იყო საუბარი,არ იქნებოდა ნამდვილად ცუდი,მაგრამ რაღაც მაგაზე ხმას აღარ იღებენ,ისე კი სქაიზე ხან ეწევა 4.4 მდე,ხან კი საერთოდ არ არის.
0
№13
ავტორი: krekera
8 აგვისტო 2017 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ბეილის შეძენას პერისიჩი ჯობდა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ ბოლოს ორი სეზონია საშუალოდ ტიპი სეზონშI 20-25 მატჩს ატარებს ისიც ბოლომდე არ მოშულებული, ასე ხრუსტალი გინდ გყოლია გინდ არა დამიჯერეთ რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top