თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2017, 16:51
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2667,
კომენტარები: 14
დი მარციო: "იუნაიტედი" პერიშიჩს შეეშვა"
ჯანლუკა დი მარციო ივან პერიშიჩის თაობაზე კომენტარს აკეთებს.
დი მარციო:
ჯანლუკა დი მარციო ივან პერიშიჩის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება.

იტალიელი ჟურნალისტის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ივან პერიშიჩს შეეშვა. მისი შეძენის თაობაზე ინგლისური მხარე მილანელებთან მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს. "იუნაიტედი" არ დათანხმდა 50 მილიონი ფუნტის გადახდას და ყველაფერი ამით დასრულდა. ახლა "ინტერის" ხელმძღვანელობა ხორვატთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ პერიშიჩი თითქმის ორი თვეა რაც "იუნაიტედის" რადარზე იმყოფება, მაგრამ მისი შეძენის თაობაზე ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედმა" "ინტერთან" ვერანაირად ვერ მაიღწია შეთანხმებას. თავდაპირველად იტალიელები 50 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ, შემდეგ კი თანხასთან ერთად ანტონი მარსიალის ჩართვაც მოითხოვეს ტრანსფერში, თუმცა ორივე შეთავაზებაზე "იუნაიტედმა" უარი განაცხადა.

წყარო:Express
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
3 აგვისტო 2017 20:20
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჰოდა ძანნ კაი! კია მუშა, მაგრამ მგონი დაგროვდა გუნდში მუშა ხალხი და დროა ბეილზე და გრიზმანზე (შემდეგ წელს) გადავერთოთ.
0
№12
ავტორი: pogba.
3 აგვისტო 2017 21:51
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
პაჭა პუჭა ტრანსფერები აღარ გვინდა იქითა წელს წელს თუ ვერა 2 ტოპ ტრანსფერი და ეგაა აწყობილია გუნდი. ნეიმარი კიდე ჩემი აზრით ფულზე მეტად მესის ჩრდილს გაექცა
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
4 აგვისტო 2017 07:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი გადაწყვეტილებაა
0
№14
ავტორი: lefty
4 აგვისტო 2017 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ძაან კაი,მეტი შანსი და დრო მისცენ მარსიალს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top