თბილისი:
მანჩესტერი:
2-08-2017, 02:04
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3975,
კომენტარები: 18
The Unsung Hero: უეინ რუნი
უეინ რუნი - დამშვიდობება კაპიტანთან.
The Unsung Hero: უეინ რუნი
2003 წელი: Remember the name

შაბათი, 19 ოქტომბერი, 2002 წელი.

"გუდისონ პარკზე" შეკრებილი გულშემატკივარი ლონდონის "არსენალს" ელოდება. ქვეყნის იმჟამინდელი ჩემპიონები მერსისაიდში მორიგი 3 ქულის ასაღებად ჩავიდნენ. "მეთოფეები" ჩემპიონატში უკვე 30 მატჩია რაც არ აგებდნენ. "არსენალი" მაშინ ოქროს პერიოდს განიცდიდა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ისინი ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები იყვნენ და ბუნებრივია ამ მატჩსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფავორიტი ჰყავდა - "არსენალი" !

შეხვედრაში ანგარიში ფრედი ლუნგბერგმა გახსნა. 22 წუთზე კი ტომაშ რაჯინსკიმ გაათანაბრა. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ... მასპინძელთა სათადარიგო სკამს თუ გადახედავდით შეამჩნევდით გულშემატკივრებისთვის სრულიად ახალ და რა თქმა უნდა უცნობ სახეს. ახალგაზრდა ბიჭუნა არც მეტი არც ნაკლები 16 წლის გახლდათ, მაისურზე კი 18 ნომერი ეწერა... მისი სახელი იყო უეინ რუნი.

შეხვედრის ბოლოსკენ დევიდ მოიესმა მრისხანე "არსენალს" სიურპრიზი გაუმზადა. "გუდისონ პარკზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ახალგაზრდა უეინ რუნი იხილა. მაშინ ალბათ ბევრს ნაკლებად აინტერესებდა თუ ვინ იყო ის ან რა ერქვა მას, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აშკარა იქნებოდა, რომ მისი სახელი უკვე ყველას ეცოდინებოდა. ეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რადგანაც 90-ე წუთზე უეინ რუნიმ ლეგენდარულ დევიდ სიმენს შორეული დარტყმით ულამაზესი და რაც მთავარია ლეგენდარული გოლი გაუტანა, დიახ ლეგენდარული, რადგანაც ამ გოლის შემდეგ დიდი ისტორია დაიწყო...

30 მატჩიანი წაუგებელი სერია "კაცების გუნდს" პატარა ბიჭუნამ დაუსრულა. "გუდისონ პარკის" ტაბლოზე უკვე გამოისახა მისი სახელი: Goal by Wayne Rooney ! რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა ბოლო შემთხვევა, მისი სახელი ამ და სხვა ტაბლოზეც ბევრგან და მრავალჯერ გამოსახულა... "ევერტონს" უკვე ჰყავდა თავისი გმირი და ეს უეინ რუნი იყო. მატჩის ლეგენდარულმა კომენტატორმა კი ასეთი რამ წარმოსთქვა: Remember the name (დაიმახსოვრეთ სახელი)... საფეხბურთო სამყარომ ამ მატჩის შემდეგ მისი სახელი მართლაც დაიმახსოვრა.

ინგლისური სპორტული მედია შოკში იყო, შოკში იყო არსენ ვენგერიც... "არ ვიცი ის ნამდვილად 16 წლისაა თუ არა, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის არის ყველაზე ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც მე ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ შემხვედრია." ლეგენდარული ფრანგი არ ცდებოდა...

The Unsung Hero: უეინ რუნი


2004 წელი: "მანჩესტერ იუნაიტედმა" უეინ რუნი გაიფორმა

სამშაბათი, 31 აგვისტო, 2004 წელი.

უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" £27 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ისტორიაში პირველი სქაუზერი, რომელიც "იუნაიტედში" ითამაშებს - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა მაშინ რუნის ტრანსფერს მერსისაიდული გაზეთების მხრიდან.

The Unsung Hero: უეინ რუნი


6 წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც რუნის 2010 წელს ამოეწურებოდა, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "ასეთ დიდ გუნდში გადასვლით მოხარული ვარ. იმედი მაქვს აქ წარმატებული კარიერა მექნება."

სერ ალექს ფერგიუსონი: "მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ინგლისის ბოლო 30 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გავიფორმეთ"

საბოლოოდ არც ერთი შემცდარა და არც მეორე...

2004 წელი: First senior hat-trck ანუ რუნის დებიუტი

სამშაბათი, 28 სექტემბერი, 2004 წელი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მეტოქე თურქული "ფენერბაჰჩეა". ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის იმითაა საინტერესო, რომ ისინი პირველად იხილავენ "იუნაიტედის" მაისურში უეინ რუნის.

მატჩის წინ თურქთა მეკარემ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მანჩესტერ იუნაიტედი ? ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორიც ადრე იყვნენ. უეინ რუნი ? მას ხომ ამ დონეზე თამაშის არანაირი გამოცდილება არ აქვს"...

The Unsung Hero: უეინ რუნი


75 000 გულშემატკივრის წინ უეინ რუნი პირველად წარსდგა. მაისური, რომელიც მას უნდა ჩაეცვა საბოლოოდ პატარა დარჩა და მისი გახევა დარჩა საჭირო. მაისურგახეულმა, ახლა უკვე "წითელმა ეშმაკმა" და ფეხბურთელმა, "რომელსაც ასეთ დონეზე თამაშის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა" რუშტუ რეჯბერსა და მის გუნდს 3 გოლი გაუტანა. მესამე გოლის გატანის შემდეგ კომენტატორმა გაიძახ: First senior hat-trick... კი, ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო ჰეთ-თრიკი რომელსაც ის შეასრულებდა. ახლა უკვე "ოლდ ტრაფორდსაც" ჰყავდა თავისი გმირი...

2010 წელი: Leaving and Staying

ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი, 2010 წელი.

სერ ალექს ფერგიუსონი: "უეინ რუნის გუნდიდან წასვლა სურს"
უეინ რუნი: "ახალ კონტრაქტს არ მოვაწერ ხელს. გუნდმა ტოპ ფეხბურთელები უნდა მოიყვანოს."

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები და სრულიად საფეხბურთო სამყარო მაშინ რუნის ამ გადაწყვეტილებით გაოცებულნი იყვნენ. გავიხსენოთ ჟოზე მოურინიოს კომენტარი: "რუნი ? რა სულელური შეკითხვაა, მას რა თქმა უნდა ვისურვებდი ჩემთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" განუყოფელი ნაწილია და უნდა დარჩეს."

პარასკევი, 22 ოქტომბერი, 2010 წელი.

სერ ალექს ფერგიუსონი: "უეინ რუნი რჩება, მოხარული ვარ, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა."
უეინ რუნი: "მე მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ "იუნაიტედი" კვლავ განაგრძნობს მოგებებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ სერ ალექსი გენიოსია და მან დამარწმუნა, რომ აქ დავრჩენილიყავი."

გულშემატკივართა დიდ ნაწილს რუნიზე მაშინ ალბათ წარმოდგენაა შეეცვალა, მაგრამ იმავე სეზონში "ვაზამ" გააკეთა ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა... "ოლდ ტრაფორდმა" რუნი კვლავ შეიყვარა, მსოფლიომ კი ნახა, რომ როგორც ფეხბურთელი ის კვლავ თავის სტიქიაშია... გოლის შემდეგ კი ლეგენდარული მარტინ ტაილერის სიტყვები: How about sensational, How about superb...

The Unsung Hero: უეინ რუნი


შაბათი, 14 მაისი, 2011 წელი.

"ივუდ პარკზე" შეკრებილი "იუნაიტედის" გულშემატკივრები მხოლოდ და მხოლოდ უეინ რუნის სახელს სკანდირებდნენ. გულშემატკივრები ისტორიული მომენტის მომსწრენი ხდებოდნენ, რადგანაც თერთმეტმეტრინის ნიშნულიდან სწორი დარტყმის განხორციელების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ქვეყნის სარეკორდო, მე-19 ტიტულს მოიპოვებდა.

რობინსონი, თერთმეტმერიანის ნიშნული, ბურთი და უეინ რუნი... მსაჯის სასტვენი, უეინ რუნი და ბურთი ბადეშია...

The Unsung Hero: უეინ რუნი


კლუბის ისტორიაში ისტორიული გოლი სწორედ, რომ ისტორიულმა და ლეგენდარულმა მოთამაშემ გაიტანა. "მე "ლივერპულის" სიძულვილით გავიზარდე და დღესაც არაფერი შეცვლილა" - ეს რუნის სიტყვებია, სწორედ მისმა გოლმა გაუფორმა "იუნაიტედს" რეკორდული მე-19 ჩემპიონობა, სწორედ მისი გოლის წყალობით გადაასწრო ოფიციალურად "იუნაიტედმა" მერსისაიდელებს.


2017 წელი: THE BEST

შაბათი, 21 იანვარი, 2017 წელი

90+4 წუთი, საჯარიმო დარტყმა... სერ ბობი ტრიბუნებზე, "ბრიტანია სთედიუმი" მხოლოდ ერთი ადამიანისკენაა მიმართული და ეს უეინ რუნია... საჯარიმო დარტყმა და...

The Unsung Hero: უეინ რუნი


უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ფეხზე წამომდგარი ბობი ჩარლტონი, რუნის სიხარული, ემოციური ერერა და დაწერილი ისტორია...

2017 წელი: The END

კვირა, 9 ივლისი, 2017 წელი.

ჰეთ-თრიკი "ფენერბაჰჩეს" კარში, გოლი "ენფილდზე", გასროლა "ნიუკასლის" კარში, პირველი პრემიერ ლიგის ტიტული, პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, მიდის, რჩება, გოლი "სიტის" კარში, მეხუთე პრემიერ ლიგის ტიტული, მიდის,რჩება, გოლი "ვესტ ჰემის" კარში, Fa Cup -ის პირველი ტიტული, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, ევროპა ლიგის ტიტული, მიდის.... დასასრული... უეინ რუნი 13 წლის შემდეგ "ევერტონში" დაბრუნდა...

ამით დავასრულებ ჩემი საყვარელი ფეხბურთელის "მანჩესტერული" კარიერის მიმოხილვას. "ევერტონის" ფორმაში კი მის ფოტოს აღარ ვდებ, რადგანაც ეს ჩემთვის ძალზედ უცნაური და არასასიამოვნო სანახავია.

უეინ რუნის კარიერის გამორჩეული მომენტებისთვის უბრალოდ დრო არ მეყოფოდა, რადგანაც ამ დიდ ფეხბურთელზე სალაპარაკო ძალზედ ბევრია. "ვაზას" დიდებული კარიერიდან მხოლოდ რამდენიმე მომენტი გავიხსენე, რადგანაც უბრალოდ მოკლედ გამეხსენებინა თქვენთვის მისი განვლილი გზა.

ამ სტატიით უბრალოდ მინდოდა, რომ უეინ რუნი "ჩემებურად" გამეცილებინა. მახსოვს თუ როგორ მძიმე იყო და როგორ ცრემლებით გავაცილე სერ ალექსი, უფრო ჩვენებურად "ბაბუ". ბაბუს წასვლით ყველა ჩვენგანს რაღაც ძალიან დიდი დააკლდა, სწორედ ეს ემოციები განვიცადე მაშინ, როცა ამ საიტზე თქვენ ერთ-ერთი სიახლეში გაცნობეთ, რომ უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. რა თქმა უნდა ამ სიტყვას ერთი გაგება არ ექნება, მაგრამ რუნის წასვლა სწორედ რომ იყო ისევე ცრემლიანი და ემოციური. ამას ჩემს თავს მარტივად ვუხსნი, რადგანაც უეინ რუნი იყო,არის და იქნება ჩემი, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული. სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული ის ემოციები. დარწმუნებული ვარ ის ყველა ჩვენგანს ენატრება, მენატრება მეც და თან ძალიან, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რუნის წასვლის დრო იყო.

უეინ რუნი ზოგისთვის ერთ დროს არავინ იყო, მაგრამ "იუნაიტედის" და ზოგადად ინგლისური ფეხბურთის თუ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ის ახლა ძალზედ ბევრია, ზოგისთვის კი ყველაფერი. ის მოვიდა, როგორც პატარა "ოქროს" ბიჭი და წავიდა, როგორც შემდგარი, ჩამოყალიბებული და ლეგენდად წოდებული ფეხბურთელი.

მის კარიერაში იყო როგორც აღმასვლა, ისე დაღმასვლა, ის იგებდა, ის აგებდა, მას გაჰქონდა გოლი, მას ვერ გაჰქონდა გოლი, მასთან მიდოდნენ და მას ტოვებდნენ, ბოლოს კი მანაც დატოვა, ოღონდ სხვაგვარად...

13 წელი, 559 მატჩი, 253 გოლი, 145 საგოლე გადაცემა, 5 პრემიერ ლიგის, 1 ფედერაციის თასის, 3 ლიგის თასის, 4 კომუნიტი შილდის, 1 ჩემპიონთა ლიგის, 1 ევროპა ლიგის და 1 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, საუკეთესო ბომბარდირი, გუნდის ლეგენდა და გულშემატკივრების სიყვარული - ეს რუნის მიღწევებია, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ბოლოს კი სათაურს შევეხები - The Unsung Hero... ეს ჩემი მოკრძალებული მოსაზრებაა, რომ უეინ რუნი ძალზედ დაუფასებელი ფეხბურთელია. მას გულშემატკივრები ("იუნაიტედის" და ზოგადად ფეხბურთის) ვერ ან არ აფასებენ იმ დოზით, რითაც ის ამას იმსახურებს. თუმცა დრო ყველაფერს იტყვის, კარიერის დასრულების შემდეგ უეინ რუნის საფეხბურთო სამყარო სხვაგვარად აღიარებს.

უეინ რუნი არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ ციფრებით (თუმცა აქაც ყველაფერი იდეალურადაა), მან "იუნაიტედისთვის" ბვერი გააკეთა. მას უხაროდა გუნდის გამარჯვება და წყინდა წაგება, ის იბრძოდა, იმარჯვებდა და ზეიმობდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად. მან "მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში დატოვა სახელი, რომლის გადაწერასაც დასჭირდება წლები. ამიტომ:

ნახვამდის კაპიტანო... ნახვამდის უეინ რუნი ! შენ ხარ ლეგენდა და ლეგენდებს "იუნაიტედში" ყოველთვის აფასებენ, ლეგენდებს "იუნაიტედში" ყოველთვის ელიან !



ავტორი: დავით სირაბიძე
სტატიები, ბლოგი
18 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2017 13:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი სტატიაა, მადლობა დავით
0
№12
ავტორი: giorgiginturi
2 აგვისტო 2017 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვაიმე შენ გენაცვალე ძმაო მაგ მგრძნობიარე გულში და სულში, ვტიროდი და ძლივს წავიკითხე...
მე უკვე აღა მაქვს სიტყვები იმისთვის რომ აქ ვინმესთვის ავხსნა თუ რა სიყვარული მაქვს რუნისადმი და მანჩესტერ იუნაიტდეი ეს სიცოცხლეა სიყვარულია ეს ბედნიერებააა ხალხნო და თქვენ ხართ უბედნიერესები რომ იუნაიტედს გულშემატკივრობთ.. ავტორ შენ შემოგევლეეეეეეე.........
0
№13
ავტორი: shotkin
2 აგვისტო 2017 14:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ყოჩაღ ავტორ, კარგი სტატიაა. 1 ის ვერ გამიგია რუნის ევერტონში ტრანსფერი როგორ შედგა, რამდენი გადაიხადეს? საერთოდ გადაიხადეს თუ არა? კონრაქტი როდის ეწურებოდა? ესეთ ლეგენდარულ ფეხბურთელზე ესე ჩუმად როგორ გაატარა მედიამ სატრანსფერო დეტალები, არსად წამიკითხავს, ერთხელ წავიკითხე მემგონი რო უფასოდ გადავიდაო თუ რაღაც ეგეთი და ლოგიკას ვერ მიხვდი

ევერტონი ხო მშობლიური კლუბია იცი ეს შენც უეჭველი და ჩემიაზრით თუნდაც უფასოდ გადასვლა ევერტონში არანაირად არ ტეხვას და პირიქით ცოტა ლამაზიც კია))) 10 მილიონი დაიწერა ისე ანუ ლუკაკუზე დაუკლეს და რუნი ისე გადავიდა. ნებისმიერი სხვა კლუბი როყოფილიყო უფრო მეტად გაყიდდნენ მარა ევერტონია, თან რუნისაც ალბათ მარტო მანდ უნდოდა გაგრძელება კარიერის და მანდ დაამთავრებს ალბათ კარიერასაც სადაც დაიწყო. ასე რომ ლამაზი ისტორიაა რა კარგიცაა რო ფული არაფუჭებს ამ ისტორიას.
0
№14
ავტორი: rooney-scholes
2 აგვისტო 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: shotkin
ციტატა: dybbuk
ყოჩაღ ავტორ, კარგი სტატიაა. 1 ის ვერ გამიგია რუნის ევერტონში ტრანსფერი როგორ შედგა, რამდენი გადაიხადეს? საერთოდ გადაიხადეს თუ არა? კონრაქტი როდის ეწურებოდა? ესეთ ლეგენდარულ ფეხბურთელზე ესე ჩუმად როგორ გაატარა მედიამ სატრანსფერო დეტალები, არსად წამიკითხავს, ერთხელ წავიკითხე მემგონი რო უფასოდ გადავიდაო თუ რაღაც ეგეთი და ლოგიკას ვერ მიხვდი

ევერტონი ხო მშობლიური კლუბია იცი ეს შენც უეჭველი და ჩემიაზრით თუნდაც უფასოდ გადასვლა ევერტონში არანაირად არ ტეხვას და პირიქით ცოტა ლამაზიც კია))) 10 მილიონი დაიწერა ისე ანუ ლუკაკუზე დაუკლეს და რუნი ისე გადავიდა. ნებისმიერი სხვა კლუბი როყოფილიყო უფრო მეტად გაყიდდნენ მარა ევერტონია, თან რუნისაც ალბათ მარტო მანდ უნდოდა გაგრძელება კარიერის და მანდ დაამთავრებს ალბათ კარიერასაც სადაც დაიწყო. ასე რომ ლამაზი ისტორიაა რა კარგიცაა რო ფული არაფუჭებს ამ ისტორიას.

Getanxmebi zaan magaria tavidan gamitylda ufasod ro gadavida magram ro dafiqrdebi is ufro jigrulia sadac fuli ar monawileobs
0
№15
ავტორი: gaga1987
2 აგვისტო 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
shrek ((((
0
№16
ავტორი: dzia_David
3 აგვისტო 2017 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
rooney !! exlac ar mjera titqos ragacnairad ro manchestershi agaraa, amxanagurebzec tamashebs ro vuyurebdi titqos velodi xolme rooneys gamochenas. skamis sastavs ro achvenebdnen instiqturad tvalinisev rooneys edzebda. erti fergis wasvla gavacnobiere gvian da meore albat rooneys wasvlas vigrdznob gvian. warmatebebi mas sadac ar unda iyos <3 man udidesi iatoria dawera manchesteristvis, inglisistvis, premiernligistvis da mtlianad sapexburto samyarostvis. gushin vigac werda facebookze suaresi uproa legenda vidre rooneyo da erti neta axlos yopna shemdzleboda ro is pataraa glapis dingi mimechylita zed ekranze :D shrek <3 <3
0
№17
ავტორი: Red Corner
3 აგვისტო 2017 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
დაიმახსოვრეთ ყველამ ... ამ წელს რუნი დაგლიჯავს ევერტონში გოლებსაც შეყრის და დაუმტკიცებს ყველას რომ ინგლისის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის უკაპიტნებს!!! უძლიერესი ფსიქოლოგიის ადამიანი არის რომელიც წყეულმა ჰოლანდიელმა ლუის გან ავალმა დააბნია და ლამის მეკარედ ათამაშა...ეს არის გოლების მანქანა და უნდა მიეცეს სრული თავისუფლება შეტევაში...წარმატებები კაპიტანს !!!
0
№18
ავტორი: noa
3 აგვისტო 2017 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
რუნიიიიიიიიი :(
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top