"სქაი სპორტსმა" თავისი მკითხველები გამოკითხა, თუ როგორ შემადგენლობას შეარჩევდნენ ისინი "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო თერთმეტეულისთვის მას შემდეგ, რაც ნემანია მატიჩი გუნდის ახალწვეული გახდა.
სერბმა ფეხბურთელმა 40 მლნ. ფუნტის ოდენობით განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ ლონდონის "ჩელსი" დატოვა და "ოლდ ტრაფორდს" მიაშურა, სადაც მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებენ გულშემატკივრები, რომელთა ფავორიტი ფორმაცია 4-3-3 გახლავთ.
გუნდის შემდეგ პოზიციას ლუკაკუს, მხითარიანისა და რეშფორდის სამეული იკავებს, სადაც სომეხი და ინგლისელი ფლანგებზე, ხოლო ბელგიელი ცენტრში მოგვევლინა.
ბუნებრივია, მეკარის პოზიციას დე ხეა იკავებს, ხოლო დაცვის ოთხეულს ყველაზე ხშირ შემთხვევაში ვალენსია-ბაიი-ლინდელოფი-შოუს კვარტეტით ირჩევდნენ.