ნემანია მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. კლუბთან მან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონტრაქტის 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას.
ჟოზე მოურინიო: "ნემანია ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" და ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელია. მას აქვს ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, სტაბილურობა, ამბიცია და გუნდზე თამაში. კეთილი იყოს გუნდში ახალი 31 ნომრის მოსვლა"
"მე მას მადლობა მინდა გადავუხადო, რადგანაც რომ არა სურვილი ჩვენთან გადმოსვლისა, მისი შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ფეხბურთელები მისი მოსვლით კმაყოფილი იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები მას ძალზედ შეიყვარებენ."
ნემანია მატიჩი: "მოხარული ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლით და იმით, რომ ჟოზე მოურინიოსთან კვლავ მომეცა მუშაობის საშუალება."
"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს კარგ პერიოდს განიცდის და მოუთმენლად ველოდები ამ დიდი გუნდის ისტორიაში ჩემი წვლილის შეტანას."
P.S ტრანსფერის ღირებულება გავრცელებული ინფორმაციით £35 + £5 მილიონს შეადგენს.