თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2017, 18:08
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2381,
კომენტარები: 11
ჯონსი სუპერ თასის შეხვედრას გამოტოვებს
ფილ ჯონსი უეფამ დასაჯა.
ჯონსი სუპერ თასის შეხვედრას გამოტოვებს
ფილ ჯონსი სუპერ თასის შეხვედრას გამოტოვებს.

"იუნაიტედის" ინგლისელ მცველს "უეფამ" 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ჯარიმის სახით მას 5 000 ევროს გადახდაც მოუწევს. საქმე ეხება შემდეგს, ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ჯონსს სისხლის ჩაბარება მოსთხოვეს, რაზედაც მან ანტიდოპინგური კომისიის ერთ-ერთ წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ შემთხვევის გამო დაენიშნა მას ზემოთაღნინნული სასჯელები.

5 000 ევროს გადახდა დაეკისრა დეილი ბლინდსაც, რადგანაც ეს უკანასკნელი დაგვიანებით გამოცხადდა დოპინგ ტესტზე. 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა ასევე ჯარიმის სახით "მანჩესტერ იუნაიტედსაც" იმავე მიზეზით - დოპინგ ტესტზე სინჯების ჩაბარების წესების დარღვევა.

ჟოზე მოურინიომ რამდენიმე დღის წინ კითხვაზე, თუ რატომ არ ათამაშებდა ის ბაიი-ლინდელოფის წყვილს ლინდელოფი-სმოლინგის ნაცვლად უპასუხა, რომ რამდენიმე დღეში ამაზე პასუხს თვითონვე მივხვდებოდით. ახლა კი ყველაფერი ნათელია, ბაიი-ჯონსის დუეტს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს ევროთასებზე. ნათელია, რომ სუპერთასზე "რეალთან" შეხვედრას სწორედ ლინდელოფი-სმოლინგის დუეტი დაიწყებს.

წყარო:MANUTD.RU
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
1 აგვისტო 2017 09:11
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რონალდომ რო გაუჭედა დოპინგ ტესტის ჩაბარებისას ვიღაცას 1-2 წლის წინ არავის დაუსჯია, იცით რატომ? იმიტომ რომ რეალია და რეალი და ბარსელონას უეფაში ძალიან დიდი მეგობრები ჰყავს, ინგლისელებს ერჩიან იმიტომ რომ ამ კორუფციულ სისტემას ებრძვიან რაც უეფაშია!!!! იტალიელებით და ესპანელებითაა გამოტენილი იქაურბა და კიდევ ფრანგებით, ზოგადად ამ ქვეყნებში კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია, თორე გერმანელები და ინგლისელები რო იყვნენ უმრავლესობაში სულ სხვაგვარ უეფას მივიღებდით....
პ.ს რნალდუს ვიდეო ხელმისაწვდომია, მე ნანახი მაქვს გასახდელისკენ რო მიდიოდა და ეჩხუბა დოპინგის კომისიის წევრს თუ ვიღაცას.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top