თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2017, 13:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3011,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" ორიესთან შეთანხმებას მიაღწია
პსჟ-ს ფეხბურთელი მალე "იუნაიტედში" გადავა.
ჟოზე მოურინიომ ხაზგასმით ცხადყო, რომ მისი მეოთხე შენაძენი შემტევი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ ფრანგული მედია იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "პარი სენ-ჟერმენის" მარჯვენა მცველთან, სერჟ ორიესთან შეთანხმებას მიაღწია.

უცნობი წყარო, რომელიც თავის თავს "პარიზ იუნაიტედს" უწოდებს, აცხადებს, რომ ორიეს აგენტმა, სტეფან კურბისმა მინო რაიოლასთან დიალოგი გამართა "ოლდ ტრაფორდზე" მისი კლიენტის შესაძლო გადასვლის შესახებ.

24 წლის ორიე შემტევი ტიპის მარჯვენა მცველია და მისი შეძენა მოურინიოსთვის საკმაოდ სასარგებლო იქნება, თუმცა ამ როლში მას ანტონიო ვალენსიასა და ტიმოთი ფოსუ-მენსას თამაშიც აკმაყოფილებს.

"იუნაიტედი" დიდი ხანია იჩენს ორიეს მიმართ ინტერესს და მას "გადაჭარბებულსაც" კი უწოდებდნენ საფრანგეთსი, მაგრამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ კოტ დ'ივუარელი მცველი მანჩესტერში შემტევი ფეხბურთელის შეძენამდე გადავა, იქნება ეს პერისიჩი თუ სხვა ვინმე.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: pogba.
1 აგვისტო 2017 00:24
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ამან ვინ უნდა ამოაგდოს -_-
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top