თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2013, 19:33
ავტორი: love united,
ნანახია: 2316,
კომენტარები: 13
განათხოვრებული მანჩესტერელები
გასული უქმეები საკმაოდ წარმატებული გამოდგა არენდის წესით სხვა კლუბში მოთამაშე ”ეშმაკებისთვის”..
განათხოვრებული მანჩესტერელები
ფაბიომ გაიტანა თავისი პირველი გოლი ”ქუინზ პარკ რეინჯერსის” რიგებში.ამის მიუხედავად, ”ლოფტუს როუდის” მკვიდრნი საკუთარ მოედანზე ფა თასის შეხვდერაში 2-4 დამარცხდნენ ”მკ დონსთან”.”რეინჯერების” მწვრთნელი, ჰარი რედნაპი უკმაყოფილიყო იყო ფეხბურთელებით და ეს ჟურნალისტებსაც განუცხადა.ვერ გეტყვით, შედიოდა თუ არა ამ სიაში ახალგაზრდა ბრაზილიელი.

მაიკლ კინმაც მიიღო მონაწილეობა ინგლისის თასის მატჩში და სწორედ მისმა კარგმა თამაშმა დაცვაში განაპირობა ”ლესტერის” წარმატება-გასვლაზე ”ჰადერსფილდ თაუნს” დაუზავდნენ ანგარიშით 1:1.კინმა მიიღო ყვითელი ბარათი უხეშობისთვის და მონაწილეობა მიიღო გოლის მომენტშიც-მან გაუკეთა გადაცემა რიჩი დე ლაეტს, რომელმაც ბურთი კრის ვუდს გადააწოდა, მას კი გატანა არ გასჭირვებია.

თუ ”ლესტერი” მოახერხებს გადათამაშების მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირებას, ისინი შეხვდებიან ”უიგანს”, რომელშიც კიდევ ერთი მანკუნიანელი თამაშობს ანხელო ენრიკესის სახით.ჩილელმა ითამაშა რთული შეხვედრა გასვლაზე ”მაკლსფილდ თაუნის” წინააღმდეგ.იგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მისი ფინტები უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდებოდა.მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

”ჩელტჰემ თაუნში” განათხოვრებული ლუი მაკკაუელი იყო სათადარიგო სკამზე და არ მიუღია მონაწილეობა შეხვედრაში ” როჩდეილის” წინააღმდეგ.მატჩში გოლი არ გასულა-0:0.

ბებემ ითამაშა ”რიუ ავეს” შემადგენლობაში გასვლაზე ”მარიტიმუს” წინააღმდეგ.მატჩი 1:1 დასრულდა და შეხვდერის დასრულებამდე 14 წუთით ადრე პორტუგალიელი ”ბოლტონის” ყოფილმა ფორვარდმა, ტოპ ობადემ შეცვალა.ფედერიკო მაკედამ გამოტოვა ”შტუტგარტის” შეხვედრა ”ბაიერნის” წინააღმდეგ.მწვრთნელმა ის განაცხადშიც არ შეიყვანა, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ.ლუკ გივერინს, დევიდ პეტრუჩის და სკოტ ვუტონს არ უთამაშიათ, რადგან მათ კლუბებს არ ჰქონიათ ჩასატარებელი შეხვედრები.

წყარო:http://www.manutd.ru
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
30 იანვარი 2013 16:01
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
love united,

საღოლ .. ფაბიო დაბრუნდი მალე .. smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: Shako Jones
30 იანვარი 2013 16:22
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფაბიოოოოოოოო love
0
№13
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 20:56
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
sagol avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top