პრესკონფერენციისას მოურინიოს ერიკ ბაიის დისკვალიფიკაციაზეც დაუსვეს შეკითხვა.
"ეს ის გადაწყვეტილებაა რომელზეც უნდა თქვა რაც არის არის. ვერაფერს შევცვლით. ასეთ გადაწყვეტილებას უნდა შეეგუო. მან წითელი ბარათი ნახევარფინალურ მატჩში მიიღო და ამის გამო გამოტოვა ფინალი. ვფიქრობ, რომ ესეც საკმარისად მკაცრი სასჯელი იყო, კიდევ ორი მატჩის გამოტოვება ზედმეტად მკაცრი სასჯელია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და რა თქმა უნდა ბაიი დაგვაკლდება როგორც სუპერ თასის, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაშიც."
დავამატებთ იმასაც, რომ მოურინიოს განცხადებით ხვალ არც ერერა ითამაშებს და არც მატა. მატამ უკვე განაახლა ვარჯიში და ის კვირას ითამაშებს "ვალერენგას" წინააღმდეგ. როდის დაბრუნდება ერერა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის აუცილებლად ითამაშებს 8 აგვისტოს "რეალის" წინააღმდეგ.