თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2017, 15:59
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2774,
კომენტარები: 14
"მე არ ვარ დროგბა, მე ვარ რომელუ ლუკაკუ"
რომელუ ლუკაკუს მოკლე ინტერვიუ.
რომელუ ლუკაკუმ Sky Sports მოკლე ინტერვიუ მისცა.

მსგავსება დიდიე დროგბასთან და პირადი ამბიციები

"მე მისგან განვსხვავდები. დიახ, ჩვენ ვგავართ ერთმანეთს ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები ვართ. მე რომელუ ლუკაკუ ვარ, საკუთარი ისტორიის დაწერა მსურს "მანჩესტერ იუნაიტედში".

"ვარ თუ არა რონალდუს ან ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელი ? ჯერ მათგან შორს ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი სწორედ ასეთ დონეზე თამაშია. ბევრი რამ დამოკიდებულია გუნდზეც. მინდა რომ გუნდმა ბევრი ტიტული მოიგოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ."

"ყოველ ადამიანს სურს იყოს სრულყოფილი. გამონაკლისი არც მე ვარ, მინდა იმდენად სრულყოფილი ვიყო რამდენადაც შესაძლებელია. 24 წლის ვარ და რა თქმა უნდა ყველაფერი წინაა, თუმცა იმის თქმაც არ იქნებოდა სწორი რომ განვითარების დასაწყისში ვარ. ფეხბურთს უკვე დიდი ხანია ვთამაშობ. წინ ბევრი მუშაობა მელის და ამისთვის მზად ვარ."

ლუკაკუმ ასევე განაცხადა, რომ მის ტრანსფერში მთავარი როლი მოურინიომ ითამაშა.

"მე და პოგბა უბრალოდ არდადეგებს ვატარებდით ერთად. გადაწყვეტილება თვითონ მივიღე, მაგრამ მოურინიომ ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა. მან დამარწმუნა რომ ვჭირდებოდი და მის გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვიქნებოდი. მან მომცა შანსი და მე ამის გამო ძალზედ ბედნიერი ვარ. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და ეს სწორედ ისაა რასაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდი."

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
25 ივლისი 2017 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Giggsy
მოუ მწვრთნელად 2014 წელსვე უნდა დაგვენიშნა.

Aba raa fergilsonis meree egrevee
0
№12
ავტორი: Gauchinho
25 ივლისი 2017 21:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
ციტატა: stepno
ციტატა: Giggsy
მოუ მწვრთნელად 2014 წელსვე უნდა დაგვენიშნა.

Aba raa fergilsonis meree egrevee

არ გამოვიდოდა ;დ ჩემპიონი ჩელსიდან გადმოსვლა ტეხავდა , მაგიტომ ამბობენ რომ სეზონის ჩაგდება წინასწარ გათვალა მოუმ მანჩესტერში რო გადასულიყოვო wink
0
№13
ავტორი: Dato Sirabidze
25 ივლისი 2017 22:13
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ფერგის წასვლის მომენტისთვის მოურინიო რეალის მწვრთნელი იყო, იმავე წლის მაისშივე შეუთანხმდა ჩელსის კონტრაქტზე... გადავიდა ჩელსიში და ერთი საქმე მაინც გააკეთა, ლივერპულს ტიტული გამოსტაცა, თუმცა თვითონ უთასოდ ჩაამთავრა სეზონი, მეორე წელს კი დუბლი დადო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№14
ავტორი: krekera
26 ივლისი 2017 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ლუკა უფრო დიდი იქნება ასე მგონია და მჯერა....

ლუკა უფრო დიდი იქნება ასე მგონია და მჯერა....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top