თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2017, 18:16
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2353,
კომენტარები: 12
მხითარიანი: "ახალი სეზონისთვის მზად ვარ"
ჰენრიხ მხითარიანი ახალი სეზონისთვის ემზადება.
მხითარიანი:
ჰენრიხ მხითარიანი Sky Sports -თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი სეზონისთვის მზადაა.

"ყოველთვის მინდა გუნდს დავეხმარო. ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანო ან რაც შეიძლება მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო. მართალია ეს ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. ფეხბურთს ამიტომაც ვთამაშობ."

"ჟოზემ ყოველთვის იცის რა არის კარგი ფეხბურთელისთვის. ვარჯიშებზე ის ფეხბურთელებს ყურადღებით აკვირდება. სწორედ ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ვაჩვენო მას ჩემი მზადყოფნა თამაშისთვის."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველი ფეხბურთელი უნდა ფლობდეს გამარჯვებულის მენტალიტეტს. როცა ამ გუნდისთვის თამაშობ შენ ყოველთვის უნდა გაიმარჯვო. აქ იმისთვის არ ვართ, რომ უბრალოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები გვერქვას."


მხითარიანმა ახალ შენაძენებზეც გააკეთა კომენტარი.

"მოხარული ვარ, რომ ისინი "იუნაიტედში" ითამაშებენ. რომელუ და ვიქტორი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. ჩვენ მათ ადაპტირებაში ვეხმარებით. ეჭვიც არ გვეპარება რომ ისინი ჩვენ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარებიან."

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: misteryou
19 ივლისი 2017 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ცოტა თემას გადავუხვევ, და გეტყვით 8 წლიდან მანჩესტერს ვბალეშიკობ მიყვარს იმენა ეს გუნდი და ძაან მთლიანად ჩემშია ოჯახივით ... ყოველთვის მწყინდა კაი ფეხბურთელების დაკარგვა ან სხვა გუნდში გადასვლა ან სიბერე და დანებება ვაბშე, დღემდე ვერ ვინელებ გუნდიდან ნანის წასვლას, ესე არც რონალდოზე გამტყდომია და არც არავისზე.. როგორ მოუვიდათ თავში ეშლიიანგის დატოვება და ნანის გაყიდვა კაპიკებად, ვერ ვხსნი და მომკალით... ტიპი უკლასესი იყო დღემდე მარსიალს ლინგარდს და იანგს ერთად აღებული მირჩევია და გუნდისთვის უფრო შედეგიანიც იქნებოდა ამ წლებში რაც აღარ არის... კიდევ იყო გუნდში ბევრი შეცდომები ამა თუ იმ იგროკის სადღაც გაშვება და უაზრო როჟების სხვარჩიკების გუნდში დატოვება.. და ამანაც სიდად იმოქმედა ყველაფერზე ერთიანად ბოლო წლები რომ ჩაგვივარდა... იმედია ჟოზე მოქოქავს და გვანახებს იმ თამაშის 50% მაინც რასაც შეჩვეულები ვიყავით და რის გამოც გვიყვარს ეს გუნდი...
0
№12
ავტორი: Manstark_United
19 ივლისი 2017 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
შარშან ძალიან არასტაბილური იყო,იმედია წელს უკეთესად ითამაშებს. feel
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top