"მანჩესტერ იუნაიტედს" ერიკ დაიერის შეძენა კვლავ სურს.
Mirror -ის ინფორმაციით "იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ერიკ დაიერის თაობაზე მორიგ შეთავაზებას გაუკეთებს. "წითლები" "სპურსის" ხელმძღვანელებს ახალგაზრდა ინგლისელის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ. გამოცემის თანახმად "იუნაიტედი" ივარაუდებს, რომ "ტოტენჰემი" ამ თანხის სანაცვლოდ დაიერის გაშვებას დათანხმდება.
შეგახსენებთ, რომ დაიერმა რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, რომ "იუნაიტედი" მისი საყვარელი გუნდი, ხოლო როი კინი კი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ბრიტანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ დაიერი მოურინიოს ნომერ პირველი სამიზნეა. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ ნემანია მატიჩი სულ უფრო მიუახლოვდა "იუვენტუსს" და დიდი ალბათობით სერბი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.