თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2017, 12:00
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3092,
კომენტარები: 11
"რეალ სოლტ ლეიქი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სეზონის მეორე ამხანაგური მატჩის პრევიუ.
"რეალ სოლტ ლეიქი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

სტადიონი: "რიო ტინტო სტედიუმი" (სანდი, იუტას შტატი)

თარიღი: სამშაბათი,18 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 06:00 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: Матч ТВ


"რეალ სოლტ ლეიქი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"რეალ სოლტ ლეიქი"

"რეალ სოლტ ლეიქი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდი 2004 წელს დააარსდა. 2005 წლიდან მონაწილეობს უმაღლეს ეროვნულ ლიგაში, MLS-ში. "რეალი" მადრიდის "რეალის" ანალოგიით დაირქვეს, რადგანაც 2006 წლიდან გუნდს მადრიდელებთან 10 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება აკავშირებთ. ხელშეკრულების თანახმად "რეალ მადრიდი" სოლტ ლეიქ სიტიში ამხანაგურ მატჩებს მართავს, საპასუხოდ კი "რეალ სოლტ ლეიქი" მადრიდში გადის ვარჯიშებს. ამასთან გუნდებმა საერთო საფეხბურთო აკადემია გახსნეს სოლტ ლეიქ სიტიში 12-დან 18-წლამდე ბავშვებისათვის.

2009 წელში გუნდი MLS -ის თასის გამარჯვებული გახდა. 2013 წელს კი ამ ტურნირის ფინალში გააღწია. 2010-11 წლების სეზონში კი გუნდმა კონკაქაფის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. გასული სეზონი გუნდმა მე-6 ადგილზე დაასრულა დასავლეთ კონფერენციაში, საერთო გათამაშებაში კი მე-9 ადგილზე. ფლეი-ოფში კი პირველივე რაუნდიდან გამოვარდა.

კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მაიკ პეტკეა. მთელი თავისი კარიერა ამ მწვრთნელმა ამერიკის ჩემპიონატში გაატარა, 351 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. მან ორჯერ მოახერხა ეროვნულ ნაკრებში თამაშიც. "დი სი იუნაიტედში" თამაშისას ის MLS -ის თასის გამარჯვებულიც გახდა.

MLS -ის ჩემპიონატის ბოლო მატჩში "რეალ სოლტ ლეიქმა" "იუნაიტედის" ყოფილი მეტოქე "გალაქსი" ანგარიშით 6:2 დაამარცხა. მიმდინარე გათამაშებაში კი გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "სოლტ ლეიქმა" 20 მატჩში 20 ქულის მოგროვება შეძლო.

"სოლტ ლეიქის" რიგებში გამოდის სომეხი იურა მოვსისიანი, ამიტომ შესაძლოა რომ ამ შეხვედრას პატარა "სომხური დერბი" ვუწოდოთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"რეალ სოლტ ლეიქი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2. ჯერჯერობით პორტუგალიელს პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია, მაგრამ ვიცით რომ ხვალინდელ მატჩში დავიდ დე ხეა არ ითამაშებს, ის უბრალოდ დაისვენებს. კარებში 45-45 წუთს რომერო და პერეირა გაატარებენ.

გუნდში ტრავმირებული მხოლოდ ფოსუ-მენსაა. ამიტომ მხოლოდ ჰოლანდიელის თამაში დგას ხვალინდელ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: rooney pogba
17 ივლისი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Madloba brat
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top