თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2017, 16:32
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2519,
კომენტარები: 13
The Sun:"მატიჩს "ჩელსის" დატოვება მომდევნო 48 საათში სურს"
სერბი მზადაა კარიერა "მანჩესტერის" რიგებში გააგრძელოს.
The Sun:
ნემანია მატიჩს სურს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვოს ლონდონური კლუბი და კვლავ ჟოზე მოურინიოსთან ერთად იმუშაოს. "არისტროკატები" მზად არიან, მატიჩს £ 40 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ. "იუნაიტედის" გარდა, მისი ყიდივით "არსენალი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

The Sun-ის ინფორმაციით, "ჩელსი" ყოველგვარ ღონეს იხმარს იმისათვის, რომ სერბმა კარიერა ინგლსის საზღვარ გარეთ, კერძოდ ტურინში გააგრძელოს. ინგლისური წყაროს ცნობით, მატიჩს იტალიური ვარიანტი ნაკლებად იზიდავს, მას ჟოზესთან მუშაობა კვლავ სურს და იმედოვენბს, რომ კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ჩელსიმ" "მონაკოდან" ტიმუ ბაკაიოკო £ 40 მილიონად შეიძინა, ფრანგის მოსვლის შემდეგ ინგლისის მოქმედი ჩემპიონები, მზად არიან ნემანია ზუსტად იმავე თანხად გაასხვისონ, რა თანხაც "მონაკოს" გადაურიცხეს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, "ბებრი ქალბატონი" მზად არის 28 წლის ჩამშლელს, 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და კვირაში £ 125,000 გადაუხადოს, "იუნაიტედი" კი მზადაა ნემანიას, 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ხელფასის სახით კვირაში £ 150,000 გადაუხადოს.

წყარო:The Sun
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
16 ივლისი 2017 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მოაცილონრა მატიჩი და ვინმე ახალგაზრდა მოიყვანოს ჩამშლელად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: Dato kutaisi
16 ივლისი 2017 23:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ჩემი აზრით დაიერის მერე ეგ ყველაზე პრაქტიკული და პრაგმატული ვარიანტია და საერთოდ შეცვლის გუნდს.ამას იმდენი შავი სამუშაოს აღება შეუძლია თავის თავზე და ხალხის გამოთავისუფლება რო იდეალურად დააკვდება ჩვენ ფორმაციას
0
№13
ავტორი: krekera
17 ივლისი 2017 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მე მაგალითად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ვარიანტია, ძაან კლასნიმაღალი დონის იგროკია, გაგვაძლიერებს ცენტრში საკმაოდ, ფაბინიო უფრო მინდა მაგრამ აქამდე იყიდიდნენ რო ნდომოდათ..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top