პრესა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მიუხედავდ იმისა, რომ ოთხშაბათს მილანელთა სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ, პერისიჩის შესაძლო ტრანსფერი ინგლისურ კლუბში გამორიცხა, დღეს "ინტერის" ხელმძღვანელის, ვალტერ საბატის განცხადებით, 28 წლის ფეხბურთელს სურს დატოვოს მილანური კლუბი და მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი "იუნაიტედში" გადასვლა. სწორეთ ფეხბურთელის სურვილის გამო, ისინი მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები ინგლისურ კლუბთან.
ჟოზე მოურინიო მზადაა პერისიჩის სანაცვლოთ € 30 მილიონი გადაიხადოს, იტალიელებს კი, ხორვატის სანაცვლოთ მინიმუმ € 45 მილიონის მიღება სურთ. Goal-ის ცნობით, "ინტერის" მთავარ მწვრთნელს ლუჩიანო სპალეტის არ სურს პერისიჩის გაშვება და სურდა იგი კლუბში დარჩენაში დაერწმუნებინა, თუმცა თავად ფეხბურთელს მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი იტალიის დატოვება და კრიერის გაგრძელება ინგლისურ გრანდში სურს.
ვალტერ საბატის განცხადებით იგი ადასტურებს "მანჩესტერის" ინტერესს პერისიჩთან მიმართებაში და მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები. "
მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია პერისიჩის შეძენით". განაცხადა მან და გააგრძელა:"
ჩვენ შეგვიძლია მის სანაცვლოთ სხვა ფეხბურთელები მივიღოთ".პერისიჩი "ინტერს" 2015 წელს "ვოლფსბურგიდან" 16 მილიონის სანცვლოთ შეუერთდა, გასულ სეზონში ივანმა "ინტერის" მაისურით 36 შეხვედრა გამართა, გაიტანა 11 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
წყარო:
Goal