თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2017, 18:38
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2591,
კომენტარები: 14
Telegraph: მატიჩი "ჩელსის" ტურნეზე არ გაჰყვება
"ჩელსი" მატიჩს განაცხადს მიღმა ტოვებს.
Telegraph: მატიჩი
ნემანია მატიჩი "ჩელსის" წინასასეზონო ტურნეზე არ გაჰყვება.

Telegraph -ის ჟურნალისტი მეტ ლოუ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნემანია მატიჩი დიეგო კოშტას ბედს გაიზიარებს და წინასასეზონო ტურნის განაცხადს მიღმა დარჩება. ანტონიო კონტე მთელი ზაფხულის განმავლობაში გეგმავდა ახალგაზრდა ფრანგის,ტიმო ბაკაიოკოს მოყვანას და როგორც ყველასთვის ცნობილია კონტე ამ ფეხბურთელს სულ მალე დაიმატებს, რადგანაც ფრანგი ლონდონშია და სამედიცინო შემოწმების გავლისთვის ემზადება.

მატიჩის განაცხადს მიღმა დატოვებით კონტემ პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ სერბი მის გეგმებში აღარ შედის. ამასთან დიდია იმის ალბათობა, რომ მატიჩი ამ უქმე დღეებში ოფიციალურად გაიფორმებს "ჩელსიდან" წასვლას.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს სერბი კარიერას. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა ლუკაკუს ტრანსფერის შემდეგ "ჩელსიმ" მტკიცედ გადაწყვიტა მატიჩის საზღვარგარეთ გაშვება. ლონდონური კლუბი "იუვენტუსიდან" ალექს სანდროს დამატებითაა დაინტერესებული და ხელმძღვანელობა მზადაა ბრაზილიელის ტრანსფერში მატიჩიც ჩართოს. თავის მხრივ, უნდა აღვნიშნოთ რომ მატიჩისადმი "იუვენტუსის" ინტერესი იტალიელმა ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა. დავამატებთ, რომ ფეხბურთელით ასევე დიდ ინტერესს იჩენს მილანის "ინტერი".

ნემანია მატიჩი "ჩელსის" 2014 წელს მოურინიოს ხელმძღვანელობისას შეუერთდა. სერბმა "ჩელსისთან" ერთად ორჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება.

წყარო: Telegraph
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
14 ივლისი 2017 20:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ორი ვარიანტია,თუ მატიჩს ვიყიდით მაშინ ათიანს აღარ იყიდიან,რადგან ამ შემთხვევაშ გუნდი ჩამშლელით ითამაშებს და ათიანზე კაცი აღარ ეყოლება,ან პოგბას აწევს ათიანზე და ერერა მატიჩი დადგება ცენტრში.ყველაზე მეტად შვიდიანის ფაქტროი მაფიქრებს,გრიზმანისთვის უნდა გადეცათ მაგრამ ატლეტიკოში დარჩა,ვითომ დაელოდებიან გრიზმანს თუ ვიმეს იყიდიან ამ ზაფხულსვე?ყველაზე კარგი ვარიანტი სანჩესი იქნებოდა,მაგრამ ძალიან მცირეა მაგის აქ გადმოსვლის ალბათობა.
0
№12
ავტორი: kantona-7
14 ივლისი 2017 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არმინდარა ეს ლურჯი ცენზურა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: krekera
14 ივლისი 2017 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ მართლა რა გახდა ერთი კა ჩამშლელი რაა, მე უფრო ფაბინიოს ვარჩევდი მარა, მატიჩიც მაგარი კლასია, მოუხდება გუნდს
0
№14
ავტორი: gatika
15 ივლისი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
Arvici chamshleli ro faqtia gvinda tan kargi eg moum chvenze kargat icis vingeris temac tvitonve ici funds avarjishebs Kaci da xedavs vis risitrakiaq.. Premierligashi rato sachiro isic chvenze kargat icis magkacma aserom vafshe arvdardob 2 transferio tan tqva da arc lukakuze arwerdnen es qveshafsia gazetebi da aha kacs chveni 9 anu ac is aserom davelodot vnaxot rogor wava saqme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top