"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი, გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. როგორც ჩანს ჟოზეს, მისი იმედი ახალ სეზონში აღარ აქვს. მისით დაინტერესებას "ვესტ ბრმოვიჩი" და "არსენალი" გამოხატავენ.
"ვესტ ბრმოვიჩი" მთავარ მწვრთნელს ძალიან სურს სმოლინგის გაფორმება და მზადაა მასთან ერთად "იუნაიტედის" კიდევ ერთი მცველი ფილ ჯონსიც დაიმატოს, თუმცა "შაშვებს" სმოლონგისთვის ბრძოლაში კონკურენციას ლონდონის "არსენალი" გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით "მეთოფეები" მზად არიან სმოლინგის სანაცვლოთ 12 მილიონი გადაიხადონ.
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერმა" "ბენფიკადან" ვიქტორ ლინდელოფი დაიმატა, ჟოზეს აზრით გუნდს კვლავ ჭირდება ერთი მაღალი დონის მცველი, სწორეთ ამიტომ იგი მზადაა შეელიოს კრის სმოლინგს და მის ნაცვლათ ახალი მცველი დაიმატოს.
სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2010 წელს "ფულჰემიდან" შეუერთდა, მის სანაცვლოდ გუნდმა ლონდონელებს 8 მილიონი გადაუხადა. ამ დროის განმავლობაში სმოლინგმა "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში 153 შეხვედრა ჩაატრა და 7 გოლის გატანა მოახერხა.