თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2017, 16:09
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3160,
კომენტარები: 13
Express: ფაბინიოსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია
"იუნაიტედი" ფაბინიოს შეძენასთან ახლოსაა.
Express: ფაბინიოსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია
"მანჩესტერ იუნაიტედი" მონაკოს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა.

Express იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფაბინიოს თაობაზე "მონაკოს" ახალ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გაუკეთებს. ინგლისელებს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ. ახლა მთავარი ფრანგებთან სატრანსფერო ფასზე შეთანხმებაა.

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ ფაბინიო უკვე შეიძინა მადრიდის "ატლეტიკომ", თუმცა ეს ინფორმაცია მათ თვითონვე უარყვეს და განაცხადეს, რომ "ატლეტიკო" მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს "მონაკოსთან" ფაბინიოს შესაძლო შეძენის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო თავის ინტერვიუებში ხშირად გამოთქვამდა "იუნაიტედში" თამაშის სურვილს. მისი თქმით "იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და მათ შემოთავაზებას აუცილებლად დათანხმდებოდა კიდეც. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ მადრიდის "რეალში" მისი დებიუტი სწორედ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით შედგა.

წყარო:Express.co.uk
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
13 ივლისი 2017 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ფაქტია ერთი ესეთი იგროკი გვინდა
0
№12
ავტორი: gache1991
13 ივლისი 2017 20:02
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Lalana
ისე ათი ნომერიც თავისუფალია და შვიდიც,ნეტავ ვინები შეავსებენ ამ ადგილებს?დავიჯერო ამ ზაფხულს არ შეიძენენ ისეთ ფეხბურთელს რომელიც ერთ-ერთ ნომერს მაინც მიცენენ?

ძალიან კარგი ვარიანტია ფაბინიო.ნუ რაჯა უმაგრესია,მაგრამ უკვე ასაკიც აქვს,ეს კი ყველა მხრივ ბრწყინვალე შენაძენი იქნება.დაიერს კი როგორც ჩანს არ უშვებენ.ძალიან მინდა მარჯვენა ფლანგზე ორიე მოვიდეს,ვალენსიას იდეალური შემცვლელი იქნება.

მე რო მკითხოს კაცმა მატას მივცემდი 10 იანს,საააერთოდ არაფერ შუაშია მატა 8ასთან,&იანს დავტოვებდი ხელუხლებელს და ააალბათ გრიზმანი ისე ჭიკჭიკებს მოვა მომავალ წელს და მაგას მივცემდი.ბევრი იტყვის ლუკაკუ მოვიდა გრიზმანს რა უნდაო მარა ზუსტადაც უნდა,ბევრჯერ უთამაშია ცრუ ფორვარდადაც და ვინგერადაც ასე რომ გვინდა ლიგის გამოცდილებით იგროკი..რაც შეეხება ფაბინიოს მე პირადად დაიერი ან ნაინგოლანი რო იყიდონ ამას მაინც მოვიყვანდი..ძალიან ახალგაზრდაა ძალიან ჭკვიანია უნივერსალია მოკლედ ბევრი დადებითი თვისება აქ თუ იმასაც დავამატებთ როგორ ლაპარაკობს მანჩესტერზე ეს კიდევ ერთ პლიუსად შეილება მივიჩნიოთ..
0
№13
ავტორი: crawling
13 ივლისი 2017 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ვიდეოებიდან გამომდინარე ძაან მაგარი ნახევარ მცველია პროსტო ინგლისელი აღარ რჩება მანჩესტერში და ეგაა ცუდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top