თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2017, 16:50
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2715,
კომენტარები: 13
Sky Sports: ბაკაიკო "იუნაიტედის" სამიზნე არ არის
"მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგის შეძენა არ სურს
Sky Sports: ბაკაიკო
რამდენიმე დღის წინ ისეთმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემებმა, როგორებიცაა The Sun, Daily Mirror და Times გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს "იუნაიტედი" ტიმო ბაკაიოკოს შეძენას ეცდებოდა.

"მანჩესტერს" ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე აუცილებლად ესაჭიროება ფეხბურთელი და ბუნებრივია, რომ პრესამ ფრანგის სახელი დაუკავშირა "იუნაიტედს", მაგრამ როგორც Sky Sports იტყობინება "იუნაიტედი" ბაკაიკოს შეძენით არ არის დაინტერესებული.

არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს "მანჩესტერმა" ფრანგს შეთავაზება გაუკეთა და ისინი მზად არიან "ჩელსის" მეორე მთავარი სამიზნეც წაართვან.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფრანგი კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" გააგრძელებს. მას მუხლის ტრავმა ჰქონდა და ამიტომაც გაიწელა მისი ტრანსფერი. ახლა ის გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება.

წყარო:Sky Sports

ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gigi_ryan
11 ივლისი 2017 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: gache1991
ხოდაა რატო რატო?22 წლის არი და 40ად ყიდიან და ჩვენ ქაჯები ვართ 30 წლის ხე ვიყიდოთ იგივე ფასად?ტიპი 10 წელი მოხსნის ყველანაირ პრობლემას..ტანკივით არი,ფრანგია პოგბა ერერასთან ერთად რავი..ზუსტად ვიცი ტოტენჰემი დაიერს არ მოგვცემს და დავრჩებით ისევ მატიჩზე.არ გვინდა ბატონო არც მატიჩი უნამუსო ვიყო ტუანზებე დღესვე თუ არ მერჩივნოს.მენსაზე ბეეევრად მეტ პერსპექტივას ვხედავ მე პირადად მაგ ბიჭშიი..

ტოტენჰემი არ მოგცემს? ისე კარგად მოგცემს როგორც დაგიბარებია გააკეთონ ჯერ 50-55 მილიონიანი შეთავაზება
0
№12
ავტორი: dybbuk
11 ივლისი 2017 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
იტოგში თუ ისევ ჩამშლელის გარეშე დავრჩით ტიტულისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია, საკვანძო პოზიციაა და მანდ აუცილებლად გვინდა მაღალი დონის იგროკი, ტუანზებეს ან ფოსუ-მენსას არ დააყენებს ჟოზე თორე მემგონი პრაქტიკის მერე საკაიფოდ გაქაჩავენ, ვინ რჩება? დაიერი და მატიჩი? ლევი იმინა შეიყოფს თორე გაასწორებდა დაიერი, აი მატიჩის გაგონებაც არ მინდა
0
№13
ავტორი: Phil Jones
12 ივლისი 2017 00:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე რასისტი არ ვარ, მაგრამ მთლად ასეც ნუ გავაშავებთ გუნდს )))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top