"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი კამერონ ბურტვიკ-ჯექსონი, შესაძლოა "ლიდს იუნაიტედში" ვიხილოთ, იუწყება ESPN.
20 წლის მცველმა გასული სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით ჩემპიონოშიპის ბინადარ "ვულვერჰემპტონში" გაატრა და მხოლოდ 7 მატჩი ჩაატრა. იანვარში კამერონი უკან დაბრუნდა და სეზონის მოერე ნახევარი "იუნაიტედის" 23 წლამდელთა გუნდში ირჯებოდა.
"ლიდსის" ახლად დანიშნული მთავარ მწვრთნელს თომას კრისტიანენს, ძალიან სურს ჯექსონის დამატება და მზადაა იჯარით ან თუნდაც პირდაპირი ტრანსფერით შეიძინოს იგი. კამერონმა "იუნაიტედთან" ხელშეკრულება გასულ ზაფხულს გაახანგრძლივა, მას კლუბთან კონტრაქტი კდევ 3 წლით აკავშირებს. ჯექსონი "მანჩესტერ ინაიტედის" სკოლის აღზრდილია, მისი დებიუტი პირველ გუნდში ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს შედგა, მან მშობლიური კლუბის მაისური 14 შეხვედრაში მოირგო.
ამავე წაროზე დაყრდნობით, გალაზგოს "რეინჯერსი" დაინტერესებულია მანჩესტერელთა სკოლის აღზრდილის მეთ ვილოუქის შეძენით, როგორც ჩანს ჟოზე არცერთ მათგანზე არ ამყრებს იმედებს, ვინაიდან პორტუგალიელმა არცერთი მათაგნი არ წაიყვანა ამერიკაში, სადაც გუნდი წინა სასეზონე მომზადებას გადის.